პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა განხილვის საგანი არ არის
გერმანიის კანცლერის -ანგელა მერკელის- განცხადებით, თუკი რუსეთი უკრაინის კრიზისში კურს არ შეიცვლის, ის ქვეყანას მასშტაბური პოლიტიკური და ეკონომიკური ზარალის რისკის ქვეშ აყენებს. დღეს ქვეყნის პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას მერკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა „განხილვის საგანი არ არის“.
დასავლეთი გმობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციას უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ყირიმის ნახევარკუნძულზე. ოთხშაბათს პრეზიდენტმა ობამამ რუსეთი კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ თუკი მოსკოვი უკრაინის საქმეებში ჩარევას გააგრძელებს, ამისთვის დასავლეთი საფასურის გადაახდევინებს. მსოფლიოს შვიდმა წამყვანი ინდუსტრიის მქონე ქვეყანამ იმავე დღეს რუსეთს მოუწოდა“ შეწყვიტოს ყირიმის სტატუსის შეცვლის ნებისმიერი მცდელობა, რომელიც უკრაინის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება“. შვიდეული წინასწარ აცხადებს, რომ ყირიმში დაგეგმილი რეფერენდუმის შედეგებს არ სცნობს.
ყირიმელ თათართა ეროვნული ასამბლეის სპიკერი რეფატ ჩუბაროვი ინტერვიუში ამბობს, რომ ყირიმელი თათრები რუსეთის ოკუპაციას არ შეეგუებიან. რუსეთი ყირიმში ჯარების გაგზავნით ყველა ზღვარს გასცდა - აღნიშნა ჩუბაროვმა „ამერიკის ხმის“ თურქულ განყოფილებასთან საუბარში.