გაერთიანებული ერების წარომადგენლის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში, დაახლოებით სამნახევარ მილიონ ადამიანს გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება.
მოსახლეობა მუდმივად ცეცხლის გახსნის და ნაღმზე აფეთქებების საფრთხის წინაშე დგას, რასაც სურსათის უკმარისობა და დაავადებები ემატება, აცხადებს გაეროს წარმომადგენელი.
ამ დღეებში, აღმოსავლეთ უკრაინას შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი და ამერიკის ელჩი უკრაინაში მარი იოვანოვიჩი ესტუმრნენ. დიპლომატებმა კონფლიქტის ხაზზე, ქალაქ პოპასნას მოსახლეობა მოინახულეს.
გაეროს მონაცემებით, მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება კონფლიქტის ორივე მხარეს სჭირდება. გაეროს მონაცემებით, სურსათის კრიზისი ბოლო 12 თვეში გაორმაგდა. დაახლოებით მილიონამდე ადამიანს უწევს ხუთი საგუშაგოს რეგულარულად გადაკვეთა და ცხოვრების საფრთხეში ჩაგდება. ამას ემატება ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და განადგურებული სამედიცინო ობიექტები.