გაზი რუსეთიდან მოდის და ის ამ დრომდე, ხელსაყრელ ფასად შედიოდა უკრაინაში.
ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა თებერვალში, უკრაინელებმა საკუთარი პრო-რუსი პრეზიდენტი გააგდეს და რუსეთმა ფასი 40 პროცენტით გაზარდა.
ლონდონის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის, ენერგო-ბაზრის ექსპერტი პიერ ნოელი ამბობს, რომ უკრაინის ახალი ლიდერები დილემის წინაშე დგანან.
„ისინი ახლა ძალიან რთული, ალბათ გადაუჭრელი არჩევანის წინაშე დგანან, აირჩიონ იაფი გაზი და რუსეთზე პოლიტიკური დამოკიდებულება, ან ძვირი გაზი, როგორც საკუთარი პოლიტიკური დამოუკიდებლობის საფასური."
ნოელი ამბობს, რომ ათწლეულების განმავლობაში, უკრაინა რუსეთისგან მნიშვნელოვანი ფასდაკლების მიღებას იმის გამო ახერხებდა, რომ მის ტერიტორიაზე არსებული გაზსადენი ერთადერთი იყო, რომელიც რუსეთს თავის უზარმაზარ, დასავლეთ ევროპულ ბაზართან აკავშირებდა. ეს მდგომარეობა კი მაინც უნდა დამთავრებულიყო.
რუსეთი და მისი კლიენტები, წლების განმავლობაში მუშაობდნენ ორ ახალ მილსადენზე, რომელიც მალე უკრაინას გვერდს აუვლის, ქვეყანას ზემოქმედების ბერკეტს გამოაცლის და რუსეთს საშუალებას მისცემს უკრაინას მაღალი ფასი დაუწესოს.
მომხმარებლებისთვის და ბიზნესმენებისთვის, როგორიცაა კიევის რესტორნის მფლობელი იური გელფატი, ეს ცუდი სიახლეა:
„გაზის ფასი ყველა ჩვენთაგანზე მოახდენს გავლენას. ის გათბობას და ცხელ წყალს შეეხება. გაზრდილი კომუნალური გადასახადები ჩვენი ფასების აწევას გვაიძულებს."
ეს, ენერგო დამოუკიდებლობის ერთ-ერთი საფასური შეიძლება იყოს.
ახლომდებარე ტანსაცმლის მაღაზიაში, რუსლან პავლიუკი ამ საკითხს უფრო ფართო რაკურსში ხედავს და გაზრდილი ეფექტურობისკენ და მომჭირნეობისკენ მოუწოდებს. და კიდევ ერთი რამ...
„უკრაინელებმა წუწუნს თავი უნდა დავანებოთ, ქამრები მაგრად შემოვიჭიროთ და გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი მომავლისთვის მეტი ბრძოლა მოგვიწევს."
„ქამრების შემოჭერა" ყველაზე მეტად, უკრაინის არა ენერგო-ეფექტურ საწარმოებს და მათ მუშაკებს მოუწევთ, რომლებიც მეტწილად, ქვეყნის ყველაზე ძლიერი პრო-რუსული განწყობებით გამორჩეულ აღმოსავლეთშია განლაგებული.
პიერ ნოელი ამბობს, რომ ეს უკრაინას ეროვნული თანხმობის შენარჩუნებაში ხელს შეუშლის, რომელიც ისეთი ტიპის მტკივნეული ეკონომიკური რეფორმების განსახორციელებლადაა საჭირო, როგორიც ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა გაატარეს.
„პოლიტიკურად და ეკონომიკურად უკრაინა ფუნდამენტურადაა დაყოფილი. ქვეყნის ერთ ნაწილს შეიძლება უნდოდეს და შეეძლოს ამის გაკეთება, მეორე ნაწილი ამით უბრალოდ არ არის დაინტერესებული, სურვილი არ გააჩნია და ამას უბრალოდ არ გააკეთებს."
ნოელი ამბობს, რომ ისეთმა პოლიტიკურმა შეთანხმებამ, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთს, რუსეთთან ეკონომიკურ კავშირს შეუნარჩუნებს, შესაძლოა პრობლემის სიმწვავე შეამციროს და უკრაინის სუვერენიტეტის შემდგომი შელახვის გარეშე, რუსეთს უკრაინაში ყოფნის საშუალება მისცეს და როგორც ჩანს ეს რუსეთსაც სურს.