17 აპრილს, ნიდერლანდები კიდევ სამ F-16 მოიერიშე თვითმფრინავს გადასცემს რუმინეთის სასწავლო ბაზას, სადაც უკრაინელ პილოტებს და სახმელეთო პერსონალს ასწავლიან ავიაგამანადგურებლებით ფრენას და საბრძოლო თვითმფრინავების გამართვას.
ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის ერთ-ერთი წამყვანი ძალაა, რომელიც უკრაინას F-16-ს აწვდის, რათა გააძლიეროს მისი საჰაერო თავდაცვა რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად.
დანია, ნიდერლანდები და შეერთებული შტატები იმედოვნებენ, რომ ამ ზაფხულს უკრაინას ათეულობით F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავიდან პირველ ნაწილს მიაწოდებენ.
ასევე ნახეთ: ზელენსკის განცხადებით F-16-ები უკრაინის ომში გამარჯვებას უზრუნველყოფსუკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ ნაბიჯს გასულ წელს "გარღვევა" უწოდა და თქვა, რომ თვითმფრინავები გააძლიერებს უკრაინის საჰაერო თავდაცვას და მას რუსული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევაში დაეხმარება.
მაგრამ შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის შესაძლებლობების გათვალისწინებით [ეს] თვითმფრინავები ვითარებას მნიშვნელოვნად არ შეცვლის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასულ თვეში განაცხადა, რომ F-16-ებს რუსული ძალები ბრძოლის ველზე გაანადგურებს.
ნოემბრის შემდეგ ჰოლანდიელებმა დაპირებული 18 F-16-დან, რვა უკვე მიაწოდეს საწვრთნელ ობიექტს. ისინი უკრაინას სულ 24 F-16-ის მიწოდებას დაჰპირდნენ. ჰოლანდიის მთავრობამ გასულ კვირას განაცხადა, რომ წელს უკრაინის სამხედრო დახმარებას ჯამურად 3 მილიარდ ევრომდე გაზრდის და იგივე თანხა გამოყო 2025 წლისთვისაც.