უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდომირ ზელენსკი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომის შესახებ, დასავლეთი უკრაინაზე ზეწოლას ახდენს. ზელენსკი ამბობს, რომ მოლაპარაკებები გაიმართება მაშინ, როცა რუსეთი სრულად დატოვებს უკრაინის ტერიტორიას.
კლიმატის სამიტზე გამოსვლის დროს ვოლოდომირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას აქვს „სრულიად გასაგები პირობები“ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის და კიევის პირობები კიდევ ერთხელ გააჟღერა.
„კიდევ ერთხელ - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, გაეროს წესდების პატივისცემა, ომის შედეგად მიყენებული ყველა ზიანის ანაზღაურება, ყველა სამხედრო დამნაშავის დასჯა და გარანტია, რომ ეს აღარ განმეორდება,“- თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აქვე აღნიშნა, რომ კიევმა მოსკოვს ამ მიმართულებით რამდენჯერმე შესთავაზა მოლაპარაკებები, თუმცა კრემლის პასუხი უარყოფითი იყო.
ასევე ნახეთ: ზელენსკი "ნამდვილი" მოლაპარაკებისთვის მზადაა