უკრაინის პროკურატურისა და ანტიკორუფციული სამსახურის განცხადებით, $500 000 ოდენობის ქრთამის აღების საქმეზე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე და კიდევ სამი ეჭვმიტანილი დააკავეს.
გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილებმა დონეცკის რეგიონის ომის შედეგად განადგურებული რაიონებში მდებარე ქვანახშირის სახელმწიფო საწარმოდან, აღჭურვილობის ამოღების ხელშეწყობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით $500 000 მოითხოვეს.
ასევე ნახეთ: რუსეთი საევაკუაციო არეალს ზრდისგანცხადებაში არ არის დასახელებული მინისტრის მოადგილის ვინაობა, მაგრამ მთავრობამ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გაათავისუფლა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხეილო. საინფორმაციო სააგენტო „როიტერმა“ მასთან დაკავშირება სცადა, თუმცა ეს ვერ შეძლო.
სხვა ეჭვმიტანილებს შორისაა ქვანახშირის სახელმწიფო საწარმოს თანამდებობის პირი და კიდევ ორი შუამავალი, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ეჭვმიტანილები შეთანხმებული $500 000-დან, $100 000 აღების მცდელობის დროს დააკავეს. პროკურატურა აცხადებს, რომ გამომძიებლებმა, მანამდე, $200 000-ის აღება დაადასტურეს.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, მინისტრი გერმან გალუშჩენკო, შეთანხმების გამოვლენას დაეხმარა და მინისტრთა კაბინეტს, მოადგილის გათავისუფლების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართა.
უკრაინა კორუფციას წლების განმავლობაში ებრძვის. აპრილში, ქრთამის აღების ბრალდებით ასევე დააკავეს უკრაინის სოფლის მეურნობის მინისტრი. ის ბრალდებას უარყოფს.