ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის შეტევა რუსეთის ტერიტორიაზე - მოსკოვი გაეროს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს


თითქმის ერთი კვირაა უკრაინული ძალები რუსეთის ტერიტორიაზეა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრა „სამართლიანობის აღსადგენად“ და მოსკოვის ძალებზე ზეწოლის მიზნით დაიწყო. ამით, ზელენსკიმ რუსეთის კურსკის რეგიონზე კიევივის მოულოდნელი შეტევის შესახებ, საჯარაოდ პირველად ისაუბრა

„დღეს მე მივიღე რამდენიმე მოხსენება სირსკისგან ფრონტის ხაზთან და ჩვენს ქმედებებთან დაკავშირებით, რათა აგრესორის ტერიტორიაზე ომი გადავიტანოთ“,- განაცხადა ზელენსკიმ შაბათს.

უკრაინელი სამხედროები კურსკის რეგიონში.
უკრაინელი სამხედროები კურსკის რეგიონში.

კურსკში უკრაინული ძალები მეექვსე დღეა კურსკში სამხედრო მოქმედებებს აწარმოებს და ნელა, თუმცა წინსვლას ახერხებს. პარალელურად, ამაგრებენ პოზიციებს და რუსეთს მობილიზების და გადაჯგუფების საშუალებას არ აძლევენ. ანალიტიკოსთა ნაწილი თვლის, რომ რუსეთზე უკრაინელთა მოულოდნელმა შეტევამ, უკრაინაში რუსული ძალების ნაწილი დაუცველი დატოვა.

„უკრაინა ამტკიცებს, რომ მას ნამდვილად შეუძლია სამართლიანობის აღდგენა და უზრუნველყოფს აგრესორზე ზუსტად იმ ტიპის ზეწოლას, რაც საჭიროა", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

ოფიციალური კიევის პოზიციაა, რომ ეს თავდაცვის ნაწილია, რადგან კურსკის რეგიონიდან, მხოლოდ ზაფხულის განმავლობაში, უკრაინული ტერიტორიები, სულ ცოტა, 2000-ჯერ დაიბომბა.

„არტილერია, ნაღმტყორცნები, დრონები, ამ ტერიტორიიდან ჩვენ ასევე დავაფიქსირეთ სარაკეტო დარტყმებიც. ყოველი ასეთი დარტყმა იმსახურებს სამართლიან პასუხს“, - თქვა ზელენსკიმ.

ამ ფონზე კრემლი ირწმუნება, რომ კურსკის რეგიონში 14 უკრაინული თვითმფრინავი გაანადგურა და ჩამოაგდო უკრაინეთლა ოთხი ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტაც. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ ასევე გაანადგურეს უკრაინული 18 უპილოტო საფრენი აპარატი.

რუსეთის ოფიციალური უწყებებში აცხადებენ, რომ მათ მიერ ჩამოგდებული ერთ-ერთი უკრაინული რაკეტა საცხოვრებელ კორპუს შეეჯახა, რა დროსაც 13 ადამიანი დაშავდა. კრემლში ამბობენ, რომ უკრაინის შეჭრა რუსეთის ტერიტორიაზე „ბარბაროსული“ აქტია და კიევის დაგეგმილ სამხედრო ოპერაციას სამხედრო არსი არ გააჩნია.

კურსკის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობენ რუსი სამხედრო ბლოგერებიც. მათი თქმით, ახლა კურსკში ვითარება შედარებით დასტაბილურებულია, თუმცა უკრაინა სწრაფად ანახლებს ძალებს და პოზიციებს არ თმობს. რუსი სამხედრო ბლოგერების ნაწილი გაკვირვებულია, თუ როგორ მოახერხა უკრაინამ კურსკის რეგიონში ასე სწრაფად წინსვლა, რადგან ბრძოლები ახლა საზღვრიდან 20 კილომეტში მიმდინარეობს.

კურსკიდან უკვე დაწყებულია მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, 76 000-ზე მეტმა ადამიანმა რუსეთის ეს რეგიონი უკვე დატოვა, გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსეი სმირნოვი ადგილობრივ სამსახურებს მოუწოდებს დააჩქარონ ევაკუაციის პროცესი და ქალები და ბავშვები საფრთხეს მოარიდონ.

რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისარი ტატიანა მოსკალკოვა ამბობს, რომ მან უკვე გაგზავნა მიმართვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და დაგმო კურსკში უკრაინის ქმედებები. „ტელეგრამ“ არხში მოსკალკოვა წერს, რომ გაერომ უნდა „მიიღოს ზომები ადამიანის უფლებების უხეში და მასობრივი დარღვევის თავიდან ასაცილებლად“.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG