ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხანგრძლივი შხაპი, სუფთა წყალი და ძლიერი ჩახუტება - ალსუ კურმაშევა ეგუება თავისუფლებას რუსული ციხის შემდეგ


ალსუ კურმაშევა (მარჯვნივ) მეუღლე პაველ ბუტორინთან ერთად. "რადიო თავისუფლების" ფოტო
ალსუ კურმაშევა (მარჯვნივ) მეუღლე პაველ ბუტორინთან ერთად. "რადიო თავისუფლების" ფოტო

ცივი ომის შემდეგ რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმართა ყველაზე დიდ გაცვლაში აღმოჩნდა ალსუ კურმაშევა, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. 2024 წლის ივლისში მას ბრალად წაუყენეს „რუსეთის არმიის შესახებ ფეიკების“ გავრცელება და 6.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ​

ალსუ კურმაშევა, რუსეთისა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე და რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, რუსეთის ხელისუფლებამ 2023 ზაფხულში დააკავა, როდესაც ის ნათესავებს სტუმრობდა რუსეთის ქალაქ ყაზანში. ​

გაცვლის შემდეგ აშშ-ში ჟურნალისტებს ევან გერშკოვიჩსა და ალსუ კურმაშევას, ასევე ყოფილ საზღვაო ქვეითს პოლ უილანს მათი ოჯახის წევრები, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დახვდნენ. ​

ახლა ალსუ კურმაშევა ოჯახთან ერთად აშშ-ში იმყოფება და რუსეთის ციხეში პატიმრობის შემდეგ ხელახლა ეჩვევა თავისუფლებას. მას და მის მეუღლეს, რადიო თავისუფლების ჟურნალისტ პაველ ბუტორინს, მაიკ ეკელი ესაუბრა. ​

მაიკ ეკელი:​ ​ალსუ​, ​ძალიან​ ​სასიამოვნოა​ ​შენი​ ​ნახვა​. ​ახლა​ ​ტეხასში​ ​ხარ​, ​რამდენიმე​ ​ხანგრძლივი​ ​და​ ​საკმაოდ​ ​ემოციური​ ​დღის​ ​შემდეგ​ ​შუშდები​. ​როგორ​ ​გრძნობ​ ​თავს? რას​ ​გრძნობ​?

ალსუ კურმაშევა: ​გმადლობთ​, ​მაიკ​. ​ბედნიერი​ ​ვარ​.​ კარგად​ ​ვარ. ​საბოლოოდ​ ​კარგ​ ​ხელში​ ​ვარ​. ძირითადად ​პროფესიულ​ ​სამედიცინო​ ​დახმარებას ვიღებ​, ​რაც თვეების განმავლობაში არ მქონია. ძლივს ადამიანურად მექცევიან ამ​ ​ერთწლიანი პატიმრობისა​ ​და​ ​საშინელი​, ​საშინელი​ ​განსაცდელის​ ​შემდეგ, ​მადლობა​. ​ახლა​ ​კარგად​ ​ვარ​.

მაიკ ეკელი: ვნახეთ, როგორ ჩახვედი ენდრიუს ბაზაზე​, ​ვაშინგტონის​ ​მახლობლად. პრეზიდენტი​ ​ბაიდენი​ ​და​ ​ვიცე​-​პრეზიდენტი​ ​ჰარისი დაგხვდნენ. შემდეგ​ ​კი​, ​რა​ ​თქმა​ ​უნდა​, ​შენი ბედნიერი შეხვედრა პაველთან​ ​და​ ​შენს ორ​ ​ქალიშვილთან​. ​მართალი​ ​გითხრათ​, ​თვალებზე​ ​ცრემლი​ ​მომადგა​. ​აღწერე რას​ ​ნიშნავდა​ ​ეს​ ​მომენტი შენთვის​, ​როგორც​ ​დედისთვის​, ​მშობლისთვის, ცოლისთვის, რომელიც [ოჯახს] ერთ​ ​წელზე​ ​მეტი​ ​ხნის​ ​განმავლობაში​ ​იყავი დაშორებული​, ​შემდეგ​ ​თვითმფრინავიდან​ ​ჩამოხვედი და მათ ჩაეხუტე. ​

ალსუ კურმაშევა:​ ეს​ ​ის​ ​მომენტი​ ​იყო​, ​რასაც თვეების​ ​განმავლობაში​ ​წარმოვიდგენდი ხოლმე. წარმოსახვაში ზუსტად​ ​ვხედავდი​, ​როგორ​ ​უნდა მომხდარიყო​. [სინამდვილემ] ​მოლოდინს​ ​გადააჭარბა​, ​რა​ ​თქმა​ ​უნდა.​ ​ეს​ ​იყო​ ​ყველაზე​ ​ბედნიერი​ ​მომენტი​ ​და​ ​იმ​ ​წუთამდე​, ​მაიკ​, ​ვერ​ ​ვიჯერებდი​, ​რომ​ ​ეს​ ​ხდებოდა​, ​რადგან​ ​ყველაფერი​ ​შეიძლებოდა​ ​არასწორად წარმართულიყო. ​

თავად​ ​პროცედურა საიდუმლოდ​ ​მიმდინარეობდა​. ​არ​ ​ვიცოდი, რა ხდებოდა, ვის მივყავდი, სად და რატომ. რამდენიმე​ ​თვის​ ​განმავლობაში ახალი არაფერი ხდებოდა და უცბად ეს ამბავი მოხდა. ეს​ ​ჯადოქრობა​ ​ბოლომდე მხოლოდ მაშინ ვიწამე, როდესაც ჩემს​ ​ქმარს​ ​და​ ​შვილებს​ ​ჩავეხუტე​. ​მას​ ​შემდეგ​ ​ერთმანეთს ვეღარ ვშორდებით​.

პაველ ბუტორინი, ჟურნალისტი, ალსუ კურმაშევას ქმარი: ამ​ ​გაცვლის წინა​ ​დღეებშიც გაურკვევლობა იყო. თავს ​ ​ვარიდებდი სოციალურ​ ​მედიას​ ​და დაუდასტურებელ ცნობებს. მაშინაც კი, როდესაც თეთრ სახლში მივედი ხუთშაბათს და დავინახე​ ​სხვა​ ​ოჯახები​, ​რომლებიც​ ​ერთმანეთს ეხუტებოდნენ და ულოცავდნენ, არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ყველაფერი ერთ დღეს მოხდებოდა. ბოლოს ოვალურ​ ​კაბინეტში​, ​პრეზიდენტმა​ ​ბაიდენმა​ ​გამოგვიცხადა ამის შესახებ და მაინც​ ​გამიჭირდა​ ​დაჯერება. ​

იმ დღეს ბევრი გასაოცარი რამე მოხდა​, ​მათ შორის სატელეფონო​ ​ზარი [ალსუსთან], პრეზიდენტის​ ​მაგიდიდან​ ​ოვალურ​ ​კაბინეტში​. ​ძალიან​ ​გაგვიხარდა​ ​ალსუს​ ​ხმის​ ​გაგონება​, ​მასთან ამდენი თვე კავშირის გარეშე ყოფნის შემდეგ​.

მაიკ ეკელი:​ ​შეერთებულ​ ​შტატებში დაბრუნების შემდეგ, თუ​ ​არ​ ​ვცდები​, პირველი, რაც გააკეთე, ​ავოკადო მიირთვი. კიდევ არის სხვა​ ​რამ​, ​რითაც ისიამოვნე, რაც შეიძლება ვერც ხვდებოდი, რომ გაკლდა? ​

ალსუ კურმაშევა: ​სასაცილოა​. ​ციხეში ავოკადოზე არ ვოცნებობდი. პირველად სუფთა​ ​წყალი​ ​ჭიქაში​ ​მაშინ დავლიე, როდესაც ანკარიდან​ ​ენდრიუს​ ​აეროპორტამდე​ ​მივფრინავდი​. ​ვოცნებობდი​ ​პირველ ჭიქა​ ​წყალზე​, ​პირველ დიდხნიან შხაპზე​ ​სასტუმროში​, ​წესიერ​ ​საწოლში პირველად დაძინებაზე​.​ ჯერ სულ​ ​რამდენიმე​ ​დღე გავიდა, არა? დროის აღქმა დავკარგე, მაგრამ წინ კიდევ ბევრი პირველი მელის. დღეს​ ​დილით​ ​პირველად გავისეირნე მეთვალყურეობის​ ​და ზედამხედველობის გარეშე. არავის მივყავდი სადღაც. არ​ ​მეგონა​, ​თუ​ ​ციხე ასეთი რთული იქნებოდა. თავს​ ​ძლიერად​ ​ვგრძნობდი​. ​მეგონა​, ​რომ​ ​კარგად​ ​ვიყავი​, ​თუმცა აშკარად​ ​მჭირდება​ ​დრო​, ​რომ​ ​გავუმკლავდე​ ​ყველაფერს​, ​რაც​ ​მოხდა. ​

პაველ ბუტორინი: ჩვენც, მე​ ​და​ ​ჩვენი გოგონები​, ​ვეცდებით დავეხმაროთ მას​ ​თავისუფალ​ ​სამყაროში​ ​რეინტეგრაციაში​ ​ამდენი თვით უსამართლო​ ​პატიმრობის​ ​შემდეგ​. ​მრავალი​ ​თვის​ ​განმავლობაში​ ​ალსუს​ ​უარი​ ​ეთქვა​ ​ადამიანის​ ​ძირითად​ ​ღირსებაზე​. ​ეს​ ​ყველაფერი​ ​დასრულდა​. ​ჩვენ​ ​ვიღვიძებთ​ ​ამ​ ​კოშმარისგან​. ​მიხარია​, ​რომ​ ​ეს​ ​ყველაფერი​ ​გამოვიდა.​ ​გამოვა რადიო თავისუფალი ევროპის​ ​სხვა​ ​ჟურნალისტებისთვისაც​, ​რომლებიც​ ​ბელარუსში, რუსეთსა ​და​ ​ოკუპირებულ​ ​ყირიმში​ ​იმყოფებიან​ ​უსამართლო​ ​პატიმრობაში​.

მაიკ ეკელი:​ ​ალსუ​, როდის გაგკრათ გულში აზრმა, რომ ​რაღაც​ ​მოხდა​, ​რომ​ ​შეიძლებოდა გაეთავისუფლებინეთ​? ​სად მოხდა ეს - ყაზანში​, ​სადაც​ ​ქალების​ ​ციხეში​ ​იყავი დაკავებული​ ​ამდენი​ ​ხნის განმავლობაში​, ​თუ​ ​მოსკოვში​ ​გადაყვანისას​?

ალსუ კურმაშევა: ​გრძელი​ ​ზამთარი​ ​იყო​ ​ყოველგვარი​ ​ინფორმაციის​ ​გარეშე. გამოძიება წინ არ მიდიოდა. გაზაფხული​ ​მოვიდა და​ ​არაფერი​ ​ხდებოდა​. ​შემდეგ​ ​კი​ ​მოულოდნელად​ ​ჩემი​ ​სასამართლო​ ​პროცესი​ ​დააჩქარეს​ ​და​ ​ეს​ ​იმის​ ​მანიშნებელი იყო​, ​რომ​ ​შესაძლოა​ ​რაღაც​ ​ხდებოდა​. ​ასევე​, ​გავიგე​, ​რომ​ ​ევანის (Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი. ის იყო ერთ-ერთი აშშ-ის იმ სამი მოქალაქიდან, რომლებიც გაათავისუფლეს - რ.თ.) ​ ​სასამართლო​ ​პროცესიც​ ​იმავე​ ​დღეს​ ​მიმდინარეობდა და​ ​რატომღაც​ ​ვიფიქრე, რომ ეს შესაძლოა ნიშანი ყოფილიყო​.

მერე​ ​ისევ​ ​სიჩუმე​ ​ჩამოწვა​ ​და​ ​ყაზანის​ ​ციხიდან​ ​სხვა, ძალიან​ ​რთულ​ ​დანიშნულების​ ​ადგილას​ ​წამიყვანეს​. ​ციხის​ ​მატარებლით​ მივყავდი ​და​ ​მითხრეს​, ​რომ​ ​მოსკოვიდან​ ​საპირისპირო​ ​მიმართულებით​ ​მივემგზავრებოდით​. ​იმედი მქონდა, მაგრამ​ ​თან ყველაფრისთვის​ ​მზად​ ​ვიყავი​. ​შემდეგ​ ​კი​ ​მოსკოვისკენ დავიძარით. მგზავრობას სამი​ ​დღე​ ​დასჭირდა.​ ​ბოლო​ ​დღეს​ ​შევიტყვე​, ​რომ​ ​მოსკოვში​ ​მივყავდით და​ ​ისევ​ ​გაჩნდა იმედი​. ​მერე​ ​კი​ ​მოსკოვში​ ​ისევ​ ​ციხეში​ ​ჩამსვეს​ ​და​ ​არავინ​ ​მითხრა,​ ​რამდენ​ ​ხანს​ ​დავრჩებოდი​ ​იქ​.

ყოველთვის​ ​მჯეროდა​, ​რომ​ ​გაცვლაზე მუშაობდნენ. ვიცოდი​, ​რომ​ ​ნაბიჯ​-​ნაბიჯ​, ​პატარა​, ​ფრთხილი​ ​ნაბიჯებით​, ​მიდიოდნენ წინ, მაგრამ​ ​ეს​ ​იყო​ ​ჩემი​ ​ერთადერთი​ ​იმედი​. ​წინააღმდეგ​ ​შემთხვევაში​, ​ჟურნალისტისთვის​, ​ქალისთვის​ ​ექვს-ნახევარი​ ​წლით​ ​თავისუფლების​ ​აღკვეთა​ ​აბსურდული​ ​განაჩენია​.

მაიკ ეკელი:​ ​ამ ყველაფრის დროს ხომ არ გიფიქრია, რომ ეს​ ​შეიძლებოდა ხრიკი ყოფილიყო ​ ​- ციხის​ ​ხელმძღვანელობა​ ​ან​ ​ეფესბე ამას ფსიქოლოგიური​ ​ზეწოლისათვის ან რაღაც ამდაგვარისათვის აკეთებდა​?

ალსუ კურმაშევა: ​ბოლო​ 10 ​თვის​ ​განმავლობაში​ ​დიდი​ ​ფსიქოლოგიური​ ​ზეწოლა​ ​განვიცადე​. ​ასე რომ, ამაზე არ​ ​მიფიქრია​. ​მხოლოდ იმედი მქონდა. იმედი​ ​დამეხმარა​ ​ამ ყველაფრის გადალახვაში​. ​არა​, ​ვერ​ ​ვიტყოდი​, ​რომ​ ​მათ ვენდობოდი​, ​ეს​ ​არასწორი სიტყვაა​. ​მაგრამ​ ​მჯეროდა და ვიმედოვნებდი.​

მაიკ ეკელი:​ ​უზომოდ​ ​ბედნიერი​ ​ხარ​ ​ოჯახთან​ ​გაერთიანებით​, ​თავისუფლებით​, ​მაგრამ​ ​რაც​ ​შეეხება​ ​სხვა​ ​ემოციებს​? ​გაბრაზებული​ ​ხარ​? ​გაბრაზებული​ ​ხარ​, ​რომ​ ​რუსეთის სახელმწიფომ ცხრა​ ​თვე​ ​ წაგართვა და ოჯახს მოგწყვიტა? ​

ალსუ კურმაშევა: ეს​ ​ნამდვილად​ ​არ​ ​არის​ ​გაბრაზება​, ​რასაც​ ​ახლა​ ​ვგრძნობ​. Მ​ე​ ​არ​ ​ვარ​ ​გაბრაზებული​. ​არავინ მძულს​. ​ვწუხვარ. თანაგრძნობას ვგრძნობ იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ამ საქმის შესრულება მოუწიათ - მოსამართლეებს,​ ​გამომძიებლებს, ოფიცრებს​, ​დაცვას... ​

ახლა სამყაროს უნდა წამოვეწიო. ხელახლა​ ​უნდა​ ​ვუყურო​ ​უამრავ ვიდეოს​, ​რაც​ ​ოჯახმა​ ​ჩემს არყოფნაში გადაიღო. უნდა​ ​ვნახო ახალი​ ​მუსიკა​, ​ახალი​ ​ამბები​, ​წიგნები​, ​ფილმები​, ​ყველაფერი​... ​დიახ​, ​ის​ ​დრო​ ​მომპარეს​ ​და​ ​ვერავინ​ ​იმ​ ​წელს​ ​ვერ დაგვიბრუნებს მე და ჩემს ოჯახს. ჩვენ​ ​მივაღწევთ​ ​იმას​, ​რამაც​ ​გამაძლიერა, ​რამაც​ ​გააძლიერა​ ​ჩვენი​ ​ოჯახები​ ​და​ ​დიახ​, არ ვგრძნობ სიბრაზეს. ​მე​ ​არავინ​ ​მძულს​.

ამერიკელი მძევლების სამშობლოში დაბრუნება
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:47 0:00

მაიკ ეკელი:​ ​პაველ​, ნება მომეცი ​ბოლო​ ​შეკითხვა შენ დაგისვა. ბოლო კვირის, ბოლო დღეების განმავლობაში უამრავ ემოციას გრძნობდი, რბილად რომ ვთქვათ. აღწერე​, ​რას​ ​გრძნობ​ ​ამ​ ​დღეებში​, ​რა​ ​გიტრიალებს​ ​გონებაში​ ​ღამის​ ​საათებში​, ​როცა​ ​საწოლში​ გეღვიძება?

პაველ ბუტორინი:​ ​დიდ​ ​შვებას ვგრძნობ​, ​მაგრამ​ ​ასევე​ ​მოუთმენლად​ ​ველი​ ​ამ​ ​ახალ​ ​ეპოქას​, ​რომელიც​ ​დაგვეხმარება​ ​ინტეგრაციაში​. ​ჯერ​ ​კიდევ​ ​არ​ ​მჯერა​, ​რომ​ ​ეს​ ​ყველაფერი​ ​გავიარეთ​. ​ჩვენ​ ​ვიყავით​ ​ოვალურ​ ​კაბინეტში​, ​ჩვენი ბავშვები პრეზიდენტ​ ​ბაიდენს​ ​და​ ​ვიცე​-​პრეზიდენტ​ ​ჰარისს შეხვდნენ​. ​ვილაპარაკეთ, ფორმალობების გარეშე, მათი თანამდებობის წონის გარეშე... პრეზიდენტმა​ ​ბაიდენმა​ ​თავად დაგვათვალიერებინა თეთრი​ ​სახლი​. ​შესანიშნავი იყო​. ​ასე​ ​რომ​, ​მე​ ​ჯერ​ ​კიდევ​ ​ვამუშავებ​ ​იმას​, ​რაც​ ​ახლა​ ​მოხდა​. ​მაგრამ​ ​რაც​ ​მთავარია​, ​ჩვენ​ ​ყველანი​ ​ბედნიერები​ ​ვართ​. ​ეს კიდევ შესაფერისი სიტყვა არაა. ჩვენ​ ​ძალიან​ ​გვიხარია​, ​რომ​ ​ალსუ დაგვიბრუნდა. ალსუს არაფერი დაუშავებია. ის​ ​არ​ ​არის​ ​კრიმინალი​. ​მთელმა​ ​მსოფლიომ​ ​იცის​, ​რომ​ ​ის​ ​არ​ ​იმსახურებდა​ ​იქ​ ​ყოფნას​. ​ჩვენი​ ​ოჯახი​ ​არ​ ​იმსახურებდა​ ​ამის​ ​გამოვლას, არცერთი​ ​ოჯახი​ ​არ​ ​იმსახურებს მსგავსი​ ​რამის​ ​გამოვლას და​ ​განსაკუთრებით​ ​ჟურნალისტების​ ​ოჯახები​. ​ჟურნალისტიკა​ ​არ​ ​არის​ ​დანაშაული​. ​ბედნიერი​ ​ვარ​, ​რომ​ ​ის​ ​დაბრუნდა​.

ალსუ კურმაშევა: ​ბედნიერი​ ​ვარ​, ​რომ​ ​ახლა​ ​ჩემს​ ​შვილებთან​ ​ერთად​ ​ვარ​. ​მოუთმენლად​ ​ველოდები​, ​როდის დავიწყებ ელემენტარული პრობლემების გადაჭრას, მაგალითად, ბავშვების სკოლაში დაბრუნებაზე ზრუნვას. ​

მადლობა მინდა ვუთხრა მხარდამჭერების ჯგუფს, აშშ​-​ის​ ​მთავრობას​, ​კონგრესის​ ​წევრებს​, ​ჟურნალისტების​ ​დაცვის​ ​კომიტეტს​, ​ჩემს​ ​კოლეგებს რადიო თავისუფლებაში, პრესის​ ​თავისუფლების​ ​ყველა​ ​ჯგუფს​. ​ინფორმაცია​ ​იმდენად​ ​შეზღუდული​ ​მქონდა, რომ წარმოდგენა​ ​არ​ ​მქონდა​ ​კამპანიის​ ​მასშტაბების​ ​შესახებ​. ​არ ვიცოდი, რა​ ​ხდებოდა​ ​ჩემს​ ​და​ ​სხვა​ ​ჟურნალისტების​ ​თავს. დიდი მადლობა. ვაფასებ ამას. პირადად გადავუხდი მადლობას ყველას. ​

პაველ ბუტორინი: უამრავი ადამიანია, ვისაც ალსუმ მადლობა უნდა უთხრას. მან​ ​არც​ ​კი​ ​იცის​, ​რამდენი​ ​ადამიანი​ ​მუშაობდა​ ​ატლანტის​ ​ოკეანის​ ​ორივე​ ​მხარეს ამ საქმეზე​. ​მაგრამ​ მადლობა ​ბავშვებსაც უნდა ვუთხრათ. ისინი​ ​მართლაც​ ​გახდნენ​ ​საუკეთესო​ ​მხარდამჭერები​, ​საუკეთესო​ ​სპიკერები​ ​ალსუს​ ​გათავისუფლების საქმეში. ისინი მხოლოდ სიმაღლეში კი არ გაიზარდნენ, არამედ პიროვნულადაც. მათ​ ​კარგად​ ​იციან​ ​საკუთარი​ ​უფლებები, ​როგორც​ ​ამერიკელებმა​ ​და​ ​როგორც​ ​თავისუფალმა​ ​ადამიანებმა​.

-

ავტორები: მაიკ ეკელი, ოლგა ალექსანდროვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG