რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნელა, მაგრამ საგრძნობ პროგრესს აღწევს აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში, განაცხადა დღეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.
„პუტინი თავისთვის და რუსეთის სამხედროებისთვის დიდ ფასად აგრძელებს დონბასში დაწინაურებას“, - განაცხადა მან „ბლუმბერგთან“ საუბარში.
„ის აგრძელებს თანდათანობით, ნელა, შესამჩნევ წინსვლას და ამიტომ აბსოლუტურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ უკრაინელების სამხედრო მხარდაჭერა“, - განაცხადა მან.
ასევე ნახეთ: უკრაინამ ქალაქი ლიმანი დაკარგარუსეთი ომს, რომელიც მან 24 თებერვალს დაიწყო, "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს და მისი თავდაპირველი განცხადებული მიზანი, უკრაინის დემილიტარიზაცია და "დენაციფიკაცია“ იყო.
ჯონსონმა თქვა, რომ უკრაინას სჭირდება მეტი სამხედრო მხარდაჭერა, მათ შორის სარაკეტო სისტემები და თქვა, რომ საჭიროა, კონფლიქტი დასრულდეს.
„ერთი გზა, რომლითაც ეს შეიძლება პუტინისთვის დასრულდეს არის ის, რომ მან თქვას, რომ... მოხდა უკრაინის დენაციფიკაცია",- თქვა მან და აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავს რომ ეთანხმება რუსეთის აზრს, რომ უკრაინაში ნაცისტები არიან.
”ვფიქრობ, მას აქვს პოლიტიკური მანევრირების სივრცე, რომ [ომი] დაასრულოს“, - თქვა ჯონსონმა.