უიღურები და ჰონგ-კონგი - ეს არის საკითხები, რომელთა გამოც, დიდი ბრიტანეთი ჩინეთის კრიტიკას აძლიერებს. თავის მხრივ, ბრიტანეთს აკრიტიკებს ჩინეთიც. ორმა ქვეყანამ ერთმანეთის მიმართ კრიტიკული განცხადებები გუშინ გააკეთა.
ასევე ნახეთ: ამიერიდან ჰონგ-კონგს მოეპყრობიან ისე, როგორც ჩინეთის სხვა ტერიტორიებს - პრესკონფერენცია თეთრ სახლშიბრიტანეთის საგარეო მდივანმა მიანიშნა, რომ დიდმა ბრიტანეთმა, შეასძლოა ჰონგ-კონგთან ექსტრადიციის შესახებ შეთანხმებები შეაჩეროს. მიზეზი ჩინეთის მხრიდან ავტონომიური ქალაქის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებია.
ამასთან, რააბმა ჩინეთს უიღური მოსახლეობის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების "უხეშ და ამაღელვებელ" დარღვევებში დასდო ბრალი.
საგარეო საქმეთა მდივნის საპასუხოდ, დიდ ბრიტანეთში ჩინეთის ელჩმა განაცხადა, რომ ჩინეთი ბრიტანეთის მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს, "გადამწტვეტ პასუხს" გასცემს.
ასევე ნახეთ: "ჰუავეი" ლონდონმაც აკრძალა: ჩინეთის 5G ტექნოლოგიები ბრიტანეთში 2027 წლამდე უნდა ალაგდესორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები ბრიტანეთის მიერ ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებამაც შეარყია - ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, "ჰუავეის" მოწყობილობა-დანადგარები ბრიტანეთის მეხუთე თაობის ტექნოლოგიების (5G) ქსელებიდან მთლიანად უნდა ამოიღონ.