ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ კოვიდ-19-ის მქონე პირთან კონტაქტის შემდეგ, თავს გადასარევად გრძნობს. მაგრამ, უსაფრთხოების მოსაზრებით, თვითიზოლაციაში გადადის და მთავრობას შემდეგი ორი კვირა, "ზუმის" აპლიკაციის საშუალებით უხელმძღვანელებს.
56 წლის პრემიერს ინტერნეტით მოუწევს ბევრი კრიტიკული საკითხის გადაწყვეტა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ბრექსიტის თაობაზე სავაჭრო შეთანხმების მიღწევა და ევროპაში ისევ გამძვინვარებული პანდემიის მართვაა. თუმცა, თავად ბრიტანეთში სიტუაცია კოვიდ-19-ის მართვის მხრივ, შედარებით სტაბილური გახდა, მას შემდეგ რაც ქვეყანაში ისევ შეზღუდვები ამოქმედდა.
ასევე ნახეთ: ბრიტანეთში კოვიდ-19 დასტაბილურდა: დღეში 50 000 ინფიცირების შემთხვევააპრემიერმა ჯონსონმა კვირას განაცხადა, რომ ერთ-ერთ ბრიტანელ კანონმდებელს ლი ანდერსონს კოვიდ-19-ზე დადებითი პასუხი მოუვიდა. მანამდე, ხუთშაბათს, მათ 35-წუთიანი შეხვედრა ჰქონდათ.
ჯონსონს კოვიდ-19-ის დიაგნოზი მარტში დაუსვეს. ის დაავადების იგნორირებას ცდილობდა და მუშაობას მაინც აგრძელებდა, მაგრამ ბოლოს ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ პრემიერი ინტენსიური თერაპიის პალატაში გადაიყვანეს და ჟანგბადის აპარატზე შეაერთეს.
ასევე ნახეთ: ბორის ჯონსონი რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანესსაბოლოო ჯამში, ბრიტანეთის მთავრობის მეთაურს საქმისგან ჩამოცილება თითქმის ერთი თვის მანძილზე მოუწია. მოგვიანებით, ჯონსონმა აღიარა, რომ სიცოცხლისთვის იბრძოდა, მისი კაბინეტი კი პრემიერის გარდაცვალებისთვის თადარიგს იჭერდა. ჯონსონმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მიმდინარე წელმა თავისი გამოწვევებით, მისი ხედვა ბევრ საკითხზე შეცვალა.