ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთში კოვიდ-19 დასტაბილურდა: დღეში 50 000 ინფიცირების შემთხვევაა


ლონდონი აცხადებს, რომ კოვიდ-19-ის ინფიცირების შემთხვევები ქვეყანაში დღეში 50 000-ზე ჩამოვიდა. სტატისტიკის ეროვნული ოფისის დღევანდელი განცხადება მიანიშნებს, რომ ინფიცირების მკვეთრი ზრდა შედარებით დასტაბილურებულია. ამასთან, ეს შესაძლოა მანამდე მოხდა, ვიდრე ბრიტანეთში კარანტინის მეორე ფაზა დაიწყებოდა.

კლება დაიწყო ოქტომბრის ბოლო კვირაში. წინა კვირას თუ ინფიცირების 51 900 შემთხვევა იყო, 31 ოქტომბრის კვირაში, ეს მონაცემი 45 700-ზე ჩამოვიდა. სტატისტიკის ეროვნული ოფისის განცხადების მიხედვით, "ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო კვირების განმავლობაში იზრდება, თუმცა ზრდის ხარისხი გაცილებით მცირეა, ვიდრე წინა კვირების მანძილზე".

ბრიტანეთში დღეისთვის 618 700 ინფიცირებულია. ახალი კორონავირუსი ყოველი 90 ბრიტანელიდან ერთს აქვს. აღნიშნული მონაცემი არამარტო ტესტირებას, არამედ ინფიცირების პრევალენტურობის გამოანგარიშებას ეფუძნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG