საქართველოს მთელ ქვეყნის ტერიტორიაზე, 4 ნოემბრიდან, პირბადის ტარება არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეშიც უკვე სავალდებულო ხდება. ამ წესის დამრღვევი 20 ლარით დაჯარიმდება.
არანაირ ლოკდაუნსა და მსგავს მკაცრ შეზღუდვებზე ლაპარაკი არ არის, ყველაფერი ვირუსზეა დამოკიდებული, მაგრამ დღეს ასეთი სიტუაცია გვაქვს" - ირწმუნება ტიკარაძეჯანდაცვის მინისტრი ეკა ტიკარაძე
ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
მთავრობის ადმინისტრაციაში სპეცბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ყველა მოქალაქისთვის ამ წესის აღსრულება სასიცოცხლოდ აუცილებელია:
ყველანი ვალდებული ვართ ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ დავუშვათ ვირუსის გავრცელების სწრაფი ზრდა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირბადის ხმარება სავალდებულო იყოსმაია ცქიტიშვილი, ვიცე-პრემიერი
„ყველანი ვალდებული ვართ ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ დავუშვათ ვირუსის გავრცელების სწრაფი ზრდა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირბადის ხმარება სავალდებულო იყოს არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეებშიც. პირბადე არის ერთადერთი საშუალება დღეისათვის, რომელიც ყველაზე კარგად იცავს მოქალაქეებს ინფიცირებისგან. ვატაროთ პირბადე და დავიცვათ როგორც ჩვენი, ისე სხვისი ჯანმრთელობა“ - აღნიშნა ცქიტიშვილმა.
ქვეყნის ტერიტორიაზე პირბადის ტარება დახურულ სივრცეში სავალდებულო 15 ივნისიდან გახდა. ჯარიმა იქაც 20 ლარია. იურიდიული პირი კი, რომელიც თავის სივრცეში დაუშვებს მოქალაქის პირბადის გარეშე შესვლას - 500 ლარით ჯარიმდება. ჯარიმები არ ეხებათ პირებს, რომლებიც წარადგენენ ცნობას, რომ პირბადე მათი ჯანმრთელობისთვის მავნებელია.
ამ გადაწყვეტილების პარალელურად, უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ასევე დაადგინა, რომ 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით - თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში სასწავლო პროცესი ისევ სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 1 943-ით გაიზარდა და 44 522-ს მიაღწია. მათ შორის ინფიცირებულია პრემიერ-მინისტრი, მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ეკონომიკის მინისტრი. დამოუკიდებელი ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ ჯანდაცვის სისტემა კოლაფსთან ახლოს არის, თუმცა მთავრობა აცხადებს, რომ პროცესებს მართავს. ჯანდაცვის მინისტრი ეკა ტიკარაძე ამბობს
"არანაირ ლოკდაუნსა და მსგავს მკაცრ შეზღუდვებზე ლაპარაკი არ არის, ყველაფერი ვირუსზეა დამოკიდებული, მაგრამ დღეს ასეთი სიტუაცია გვაქვს" - ირწმუნება ტიკარაძე
ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 28 633 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 3 080, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 253 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 264 ადამიანი იმყოფება. 362 ადამიანი კი გარდაიცვალა. კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.
Facebook Forum