დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ პარასკევს განაცხადა, რომ ისინი იძიებენ თავდაცვის სამინისტროს ელექტრონული წერილების საქმეს, რომლის დროსაც ისინი შეცდომით არასწორ მიმღებს გაუგზავნეს. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სამხედრო დაზვერვისთვის განკუთვნილი შეტყობინებები რუსეთის მოკავშირე მალიში გაიგზავნა.
ასევე ნახეთ: შეერთებულმა შტატებმა მალიში "ვაგნერის" მეთაურს სანქციები დაუწესაგაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირები ელექტრონული ფოსტის გაგზავნას პენტაგონში ცდილობდნენ. შეერთებული შტატების თავდაცვის დომენის სახელი .mil არის, მაგრამ წერილები შეცდომით მალის დომეინზე გაიგზავნა, რომელიც .ml-ით მთავრდება. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "თაიმსი" აქვეყნებს.
ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ინფორმაცია, რომელიც შეცდომით იყო გაზიარებული, არ იყო ძალიან მგრძნობიარე.
მალიმ რუსეთთან მჭიდრო კავშირები 2021 წლის გადატრიალების შემდეგ დაამყარა და ყოფილ კოლონიალურ ძალებთან, საფრანგეთსა და სხვა დასავლურ ქვეყნებთან დისტანცირების პოლიტიკას აწარმოებს. გასულ თვეში ხელისუფლებამ გაეროს სამშვიდობო ძალებს ქვეყნის დატოვება სთხოვა. მალიში ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" რამდენიმე წელია იმყოფება.