ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ დატოვონ უკრაინა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, რუსეთმა შესაძლოა სამთავრობო შენობებსა და სამოქალაქო ობიექტებზე მიიტანოს იერიში.
ამერიკის მიერ მოქალაქეებისთვის გაფრთხილების გავრცელებამდე, უკრაინის მთავრობამ ბრძანება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი საზოგადოგადოებრივი თავშეყრა და ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა იკრძალება. აკრძალვის მიზანი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
ათობით ქვეყნის ლიდერი და საერთაშორისო ორგანიზაცია ემზადებოდა, რომ უკრაინისადმი სოლიდარობისა და რუსეთის ომის დაგმობის ნიშნად ე.წ ყირიმის პლატფორმაში მიეღოთ მონაწილეობა. თუმცა, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, მათი უმეტესობა, პატფორმაში მონაწილეობას ვიდეო-მიმართვის მეშვეობით მიიღებს.
ასევე ნახეთ: რუსეთს ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევა სურსკვლავ დაძაბულობაა ზაპორიჟიის ატომური სადგურის ირგვლივაც. უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, რუსებმა საარტილერიო და საჰაერო შეტევები განახორციელეს. ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური, ევროპაში ყველაზე დიდია.
ომის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ, რუსული ძალები სამხრეთის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, მათ შორის შავი ზღვისა და აზოვის ზღვის სანაპიროებს და დონბასის აღმოსავლეთ ნაწილებს.