ამერიკის შეერთებულ შტატებში „ფაუერბოლის“ ლატარეაში რეკორდულად მაღალი ჯეკპოტი თამაშდება. საპრიზო თანხა მას შემდეგ გაიზარდა, რაც 5 ნოემბერს, $1.6 მილიარდიანი ჯეკპოტის მოგება ვერავინ შეძლო. გამარჯვებულმა ორშაბათს საღამოს, შესაძლოა $1.9 მილიარდი დოლარი მოიგოს.
ლატარიის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ 1.6 მილიარდიც რეკორდული მაჩვენებელი იყო, თუმცა ვერცერთმა მოთამაშემ ვერ შეძლო 6 იღბლიანი რიცხვის გამოცნობა. ლატარიის 1.9 მილიარდის პრიზი მსოფლიოშიც რეკორდულია.
საპრიზო თანხის აკუმულირება 2022 წლის აგვისტოდან დაიწყო. მას შემდეგ ლატარიის ჯეკპოტი, რომელიც კვირაში 3-ჯერ თამაშდება, ჯერ არავის მოუგია.
ბოლო თვეებში იყო 5 რიცხვის დამთხვევის შემთხვევები, თუმცა არასრული გამოცნობის დროს, ჯეკპოტი გაცილებით ნაკლებია. ბოლოს $200 მილიონის ოდენობის ჯეკპოტი ერთ-ერთმა ამერიკელმა პენსილვანიის შტატში მოიგო.