ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის ომი და ეკონომიკური ბუმი საქართველოში


იმ დროს, როდესაც ევროპას ომი ახრჩობს, რუსეთის მოსაზღვრე პატარა ქვეყანა მოულოდნელ ეკონომიკურ ბუმს განიცდის.

უკრაინაში მოსკოვის განმეორებით შეჭრის და ვლადიმირ პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საქართველოში 100 ათასზე მეტი რუსის დრამატული შედინების შედეგად, წელს საქართველოს ეკონომიკა მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდად გადაქცევის გზაზეა.

სააგენტო "როიტერის" ინფორმაცია საერთაშორისო ინსტიტუტების ანგარიშებს ეყრდნობა. იმ დროს, როდესაც მსოფლიო რეცესიისკენ იხრება, 3.7 მილიონი მოსახლეობის მქონე საქართველო, სამომხმარებლო ხარჯვაზე დაფუძნებული ბუმის პირობებში, 2022 წლისთვის, სავარაუდოდ ენერგიულ 10%-იან ეკონომიკურ ზრდას აჩვენებს.

ეს მოკრძალებულ 19-მილიარდიანი ეკონომიკის მქონე ქვეყანას, რომელიც მთებით, ტყეებით და ვენახებითაა ცნობილი, საშუალებას მისცემს გაუსწროს ისეთ ენერგიულ განვითარებად ბაზრებს, როგორიც ვიეტნამია და ნავთობის ექპორტიორებს, როგორიცაა კუვეიტი, რომელიც ნედლ ნავთობზე მაღალ ფასის წყალობით დაწინაურდა.

სასაზღვრო სტატისტიკის თანახმად, წელს საქართველოში სულ მცირე 112 ათასი რუსი გადავიდა. პირველი დიდი ტალღა - 43 ათასი, 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის და პუტინის მიერ რუსეთში ომის საწინააღმდეგო მოძრაობის ჩახშობის შემდეგ დაიძრა. მეორე ტალღა კი პუტინის მიერ გამოცხადებულ ე.წ. ნაწილობრივ სამხედრო მობილიზაციას მოჰყვა.

საქართველოს ეკონომიკურმა ბუმმა საგონებელში ჩააგდო ბევრი ექსპერტი, რომელმაც ომის გამო, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისთვის მძიმე შედეგები იწინასწარმეტყველა.

მაგალითად, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა მარტში იწინასწარმეტყველა, რომ უკრაინის კონფლიქტი საქართველოს ეკონომიკას მძიმე დარტყმას მიაყენებდა. მსოფლიო ბანკის აპრილის პროგნოზით კი, 2022 წლის ეკონომიკური ზრდა თავდაპირველი 5.5. პროცენტიდან 2.5 პროცენტამდე უნდა დაცემულიყო.

XS
SM
MD
LG