ამერიკის პირველი ლედი, 5-9 მაისს რუმინეთსა და სლოვაკეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, ჯილ ბაიდენი შეხვედრებს გამართავს უკრაინელ ლტოლვილებთან, ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებთან, საელჩოს პერსონალთან, ჰუმანიტარულ დახმარებაზე მომუშავე პირებთან და მასწავლებლებთან. ინფორმაციას ამის შესახებ, პირველი ლედის ოფისი ავრცელებს.
ასევე ნახეთ: უკრაინული სიმინდით დატვირთულმა გემმა რუმინეთში შავი ზღვის პორტი დატოვანატოს და ევროკავშირის წევრმა რუმინეთმა და სლოვაკეთმა, ასობით ათასი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო, რომლებიც საკუთარი ქვეყნიდან რუსეთის ომს გამოექცნენ.
პირველი ლედის ვიზიტს წინ უსწრებდა კიევში წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტი. ნენსი პელოსი, ვოლოდომირ ზელენსკის 30 აპრილს შეხვდა.
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, 24 თებერვლიდან, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ქვეყანა 5,5 მილიონმა ადამიანმა დატოვა.
მათგან სამ მილიონზე მეტმა თავი პოლონეთს შეაფარა. რუმინეთში 817 000, სლოვაკეთში კი 372 000 უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის დახმარების 33 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტი წარადგინა და კონგრესს თანხის გამოყოფა მოსთხოვა.
Your browser doesn’t support HTML5