უკრაინის ჩორნომორსკის პორტი, მარცვლეულით დატვირთულმა, კიდევ ორმა გემმა დატოვა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შეთანხმების ფარგლებში, უკრაინიდან მსგავსი ტვირთით, მშიდობიანად, უკვე 12 გემი გამოვიდა.
გემმა სახელად, "ოკეანის ლომი" გეზი სამხრეთ კორეისკენ აიღო, საითაც 64,720 ტონა სიმინდი მიაქვს, ხოლო "რაჰმი იაგცი" 5,300 ტონა მზესუმზირას თურქეთში ჩაიტანს.
იმისათვის, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება შემდგარიყო, გასულ თვეს, თურქეთისა და გაეროს შუამდგომლობა გახდა საჭირო. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, მსოფლიოში საკვების კრიზისის საშიშროება შეიქმნა.
ასევე ნახეთ: უკრაინას დამატებით 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გადაეცემათურქეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, 4 გემი, რომელმაც უკრაინა კვირას დატოვა, ახლა უკვე თურქულ პორტშია გაჩერებული და ისინი შემოწმებას დღეს გაივლიან.
უკრაინა იმედოვნებს, რომ უკვე აღებული და შენახული მოსავლის 20 მილიონი ტონას და ახალი მოსავლის 40 მილიონი ტონას გაიტანს საზღვრებს გარეთ.
მთავრობა იმედოვნებს, რომ ამ გზით 10 მილიარდ დოლარს მიიღებს და ომის გამო განადგურებულ ეკონომიკას დაეხმარება. თუმცა, ქვეყნის ეკონომიკური მრჩევლის, ოლეჰ უსტენკოს თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პორტები შეუფერხებლად იმუშავებენ, ამ მოცულობის მოსავლის ექსპორტს, 20-დან 24-თვემდე დრო დასჭირდება.