ავღანეთში "ასოშეითიდ პრესის" ჟურნალისტი მოკლეს

ანჟა ნეიდრინგჰაუსი და ქეთი განონი

ავღანეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პოლიციელმა ორ ჟურნალისტ ქალს ცეცხლი გაუხსნა, რომელთაგან ერთი დაიღუპა, ხოლო მეორე კი მძიმედ დაშავდა.
პოლიციის განცხადებით ეჭვმიტანილი დაკავებულია, თუმცა ამ ეტაპზე თავდასხმის მოტივები უცნობია.

ინციდენტი, რომელიც პაკისტანის საზღვართან მდებარე ხოსტის პროვინციაში მოხდა, საპრეზიდენტო და ადგილობრივ არჩევნებს ერთი დღით უსწრებს წინ.
მარტში ცნობილი ავღანელი ჟურნალისტი იქნა მოკლული თალიბანის მიერ.