თურქეთის მოსახლეობა და ოპოზიციური პარტიები ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები აბდულა გიულს კანონზე ვეტოს უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებენ
თურქეთის ოპოზიციურმა პარტიებმა პრეზიდენტ აბდულა გიულის მოუწოდეს ვეტო დაადოს დავის საგნად ქცეულ ინტერნეტის შეზღუდვის საკითხს, რომელიც გასულ კვირას ქვეყნის პარლამენტმა მიიღო. ამან საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებაც გამოწვია ქვეყანაში თავისუფალი მოქმედების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პრობლემებთან დაკავშირებით.
პრეზიდენტი აბდულა გიული გაზრდილი წნეხის ქვეშ არის ვეტო დაადოს კანონს, რომელიც ხელისუფლებას უფლებას აძლევს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ინტერნეტ გვერდები დაბლოკოს და ასევე მომხმარებლის პირად ინფორმაციასთან წვდომის საშუალება ორი წლის ვადით ჰქონდეს. კემალ კილიქდაროღლუ, რომელიც მთავარი ოპოზიციური, „ რესპუბლიკური ხალხის პარტიის ლიდერია“ პრეზიდენტს მოუწოდებს დაიკავოს დემოკრატიული პოზიცია და კანონს ვეტო დაადოს.
ზეწოლა საერთაშორისო მასშტაბებითაც გაიზარდა. ემა სინკლერ ვები თურქეთის საკითხზე ამერიკულ ორგანიზაციაში „ჰუმანს რაით ვოჩში“ მუშაობს.
მისი განცხადებით პრეზიდენტს ამ კანონზე ვეტოს გამოყენებისკენ მოუწოდებენ. ეს კანონი პარლამენტმა კონსულტაციის და ექსპერტების შეხედულებების გაზიარების გარეშე მოკლე დროში მიიღო. ახლა პრეზიდენტს შანსი აქვს, რომ რეალურად დაიცვას გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება და ამ კანონს ვეტო დაადოს. მიეცეს საშუალება მოქალაქეებს, რომ წვდომა ჰქონდეთ ინფორმაციასთან და ინტერნეტთან, საკუთარი უფლებები დაიცვან.
კანონის შეჩერების მოწოდება ევროკავშირიდან და ევროსაბჭოდანაც გაისმა.
შაბათს ღამით, პოლიციამ ცრემლსადენი აირი და რკინის ხელკეტები გამოიყენა ათასობით დემონსტრანტის დასაშლელად რომლებიც ქუჩაში ახალი კანონის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ასევე თურქეთის მთავარმა ბიზნეს-კონფედერაციამ ხელისუფლებას კანონის გაუქმებისკენ მოუწოდა.
კომენტარებში რომელიც ინტერნეტ შეზღუდვების შესახებ გაკეთდა დიდი პროტესტი ჩანს . პრეზიდენტი გიული გასულ თვეს ინტერნეტის, განსაკურებით კი სოციალური მედიის თავისუფლებას უსვამდა ხაზს. თუმცა პრეზიდენტი გიული თურქეთის მმართველი პარტიის დამფუძნებელია.
თურქული გაზეთის „მილიეთის“ დიპლომატიური მიმომხილველი და ვებ -გვერდის „ ალ-მონიტორის“ ანალიტიკოსი კადრი გიურსელი ამბობს, რომ პრეზიდენტი ცდილობს, დელიკატური პოლიტიკური ბალანსი წარმოაჩინოს.
მისი თქმით, გიულმა ჭკვიანურად ადგილი მოინიშნა როგორც პრემიერ-მინისტრ რეჯებ ტაიპ ერდოღანის ბუნებრივ ალტერნატივად ისლამისტურ-კონსერვატიულ პოლიტიკურ მოძრაობაში. ბატონი გიული ამას ერდოღანის მთავრობის გამოწვევის მიზნით არ აკეთებს. ის არის ხელისუფლებასთან ძალიან მეგობრულად განწყობილი პოლიტიკოსი , მათ მიერ წარმოდგენილი კანონ-პროექტების ხელმოწერის დროს. ის არ ქმნის პრობლემებს ხელისუფლების ძალაუფლების ლიმიტთან ან ბალანსთან დაკავშირებით.
პრეზიდენტზე ზეწოლის გაზრდას ხელი შეუწყო პრემიერ-მინისტრ ერდოღანის მიერ კვირას სტამბოლში გამართული აქციის მონაწილეების მიმართ მოწოდებამაც, მან მტკიცედ დაიცვა ახალი კანონი.
განაცხადა რომ ეს რეგულაციები ინტერნეტზე ცენზურის საშიშროებას არ ქმნის. საპირისპიროდ, ეს კანონი ინტერნეტის თავისუფლების და უსაფრთხოების დაცვის ხელშემწყობად წარმოაჩინა. მან დაამატა, რომ ისინი ვინც ამ კანონის საწინააღმდეგოდ ილაშქრებენ მისი სიტყვებით „პორნოგრაფიული ლობის“ ნაწილს წარმოადგენენ.
პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა ასევე ქვეყნის წამყვანი ბიზნესმენების მიმართ გაფრთხილება გაიმეორა. მისი თქმით, მათ საგადასახადო სამსახურების მიერ აუდიტორული შემოწმება მოუწევთ. პოლიტიკური მიმომხილველი ჩინგიზ აქტარი რომელიც სტამბოლის პოლიტიკური ფორუმის წარმომადგენელია, ამბობს რომ პოლიტიკური ტემპერატურა იზრდება, პრეზიდენტი გიული კრიტიკული გადაწყვეტილების წინაშეა.
მისი თქმით, ეს მისი განზრახვების ნამდვილი საზომი იქნება. გამოჩნდება მიმდინარეობს თუ არა პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება.
იმ შემთხვევაშიც, თუკი პრეზიდენტმა ინტერნეტის შესახებ კანონზე ვეტოს დადება გადაწყვიტა, ის მაინც ვალდებული იქნება ხელი მოაწეროს მას, თუკი ხელისუფლება კანონს მეორე მოსმენითაც მიიღებს. თუმცა მიმომხილველები დაობენ, რომ ასეთი ვეტო პოლიტიკურად დააზარალებს პრემიერ-მინისტრ ერდოღანს, რადგან მოსალოდნელია რომ სადავო კანონმდებლობასთან დაკავშირებით ოპოზიციური განწყობები კიდევ უფრო გამძაფრდეს. ამ საკითხს გავლენა ასევე ექნება საპრეზიდენტო არჩევნებზეც, რომელიც მიმდინარე წელს იმართება, და რომელშიც მონაწილეობას არც პრეზიდენტი და არც პრემიერ-მინისტრი არ გამორიცხავს.

Your browser doesn’t support HTML5