თურქეთი ბუფერული ზონის დაწესებას თურქეთის საზღვრიდან 10 მოშორებით, სირიის ტერიტორიაზე გეგმავს.
სირიიდან ათასობით ლტოლვილი ცდილობს თურქეთში გადასვლას. ამ ფონზე, თურქეთის პრემიერ მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ ის სირიაში ინტერვენციისთვის ემზადება. ოპერაციის მიზანი ჰუმანიტარული ბუფერული ზონის დაწესება იქნება, სადაც სირიის ქალაქებიდან გამოქცეული მშვიდობიანი მოსახლეობა თავს დაცულად იგრძნობს.
ერდოღანის განცხადებით, ბუფერულ ზონასთან ერთად განიხილება სხვა შესაძლებლობებიც. ერდოღანის კაბინეტის ერთ-ერთმა მინისტრმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ თურქეთი ბუფერული ზონის დაწესებას თურქეთის საზღვრიდან 10 მოშორებით, სირიის ტერიტორიაზე გეგმავს.
თურქეთს უკვე 20 ათასი სირიელი ლტოლვილი აფარებს თავს. თურქეთის ქითელი ნახევარმთვარის განცხადებით, საზღვარს დაახლოებით 500 ათასი ადამიანი მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში გადაკვეთს.