მოსახლეობა აპროტესტებს ქვეყნის ისლამიზაციისკენ სვლას და მთავრობის მიერ მოსახლეობის დიდი ნაწილის ნების გაუთვალისწინებლობას
სტამბოლში თაქსიმის მოედანზე დაწყებული პროტესტის საბაბი მთავრობის მიერ მხარდაჭერილი სარეკრიაციო პარკის რეკონსტრუქციის გეგმა გახდა. თუმცა, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ შექმნილი ვითარების მთავარი მიზეზი ეს არ არის.
„პროტესტის უკან დგას ხალხის გზავნილი მთავრობისთვის, რომ თქვენი ნაბიჯები უკვე ყელში ამოგვივიდა,“ - ამბობს ლონდონის ჰოლოვეის სამეფო უნივერსიტეტის ანალიტიკოსი გიულ ბერნა იოზჯანი.
ის ამბობს, რომ პროტესტის მიზეზი სეკულარიზმის მომხრე თურქების აღშფოთებაა.
„მთავარი საკითხია, რომ მმართველმა პარტიამ ხელიდან დიდი შანსი გაუშვა.მას შეეძლო ოპონენტებისთვის როგორც თურქეთში ასევე მსოფლიოში დაემტკიცებინა, რომ პატივს სცემს დემოკრატიას და ისლამს და დემოკრატიას თანაარსებობა შეუძლიათ,“ - განაცხადა იოზჯანიმ.
როგორც ცნობილია, სამართლიანობის და განვითარების პარტია ისლამური მიმართულებისაა, რომელიც პრემიერ-მინისტრის რეჯებ ტაიპ ერდოღანის თავმჯდომარეობით უკვე 10 წელია თურქეთს მართავს. ორი წლის წინ პარტიამ არჩევნებში ხელახლა გაიმარჯვა ხმების 50 პროცენტით, რაც ევროპული სტანდარტებით ძალიან მაღალი მაჩვენებელია. თუმცა, მოსახლეობაში იზრდება უკმაყოფილება მმართველი პარტიის პოლიტიკასთან დაკავშირებით, კერძოდ ალკოჰოლზე შეზღუდვებს და პრესის თავისუფლების შეკვეცას პროტესტი მოყვა.
„ჩვენ საქმე გვაქვს მოსახლეობის 50 პროცენტთან, ვინც ხმა არ მისცა მმართველ პარტიას და ახლა გამოთქვამს უკმაყოფილებას,“ - აცხადებს კინგის კოლეჯის ანალიტიკოსი ბილ პარკი.
ეს უკმაყოფილება მთელ ქვეყანაში გავრცელდა. მოსახლეობა აპროტესტებს ქვეყნის სვლას ისლამიზაციისკენ და ასევე მთავრობის მიერ მოსახლეობის დიდი ნაწილის ნების გაუთვალისწინებლობას. ეს განწყობა კიდევ უფრო გააძლიერა პრემიერი ერდოღანის განცხადებამ, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში გამგზავრების წინ. მან თქვა, რომ დემონსტრანტების „გულუბრყვილობით და „ემოციურობით“ „ექსტრემისტული ელემენტები“ მანიპულირებენ. ერდოღანის თქმით, საპროტესტო გამოსვლები მისი თურქეთში დაბრუნებისთვის დასრულდება. ანალიტიკოსები სხვა მოსაზრებას გამოთქვამენ.
„ეს არ არის ბრძოლა თურქეთისთვის, თუმცა აქ მიდის ბრძოლა ორ ძალას შორის, რაც რეალური გამოწვევაა ხელისუფლებისთვის,“ - ამბობს კინგის კოლეჯის ანალიტიკოსი ბილ პარკი.
ექსპერტები თანხმებიან, რომ თურქეთში ოპოზიციის მიმართ ტრადიციულად არატოლერანტული განწყობაა, განურჩევლად იმისა, თუ ვინ არის ხელისუფლებაში. ასევე, პროტესტის გაგრძელება პრემიერ ერდოღანს ვერ დაეხმარება მისი სურვილის განხორციელებაში, რომელიც კონსტიტუციის შეცვლას და საკუთარი ძალაუფლების გაზრდას ისახავს მიზნად. ასევე, ეს არ წაადგება თურქეთის ევროკავშირიში გაწევრიანების ძალისხმევას. პროფესორი პარკი თვლის, რომ საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ ერდოღანის გარემოცვა პრემიერს დაარწმუნებს, რომ დროა თურქეთში პოლარიზაცია დასრულდეს და ოპონენტების შეშფოთებას კონსტრუქციული პასუხი გაეცეს.