რეჯებ ტაიპ ერდოღანმა თურქეთში უკანასკნელ დღეებში განვითარებულ მოვლენებში ბრალი ოპოზიციას დასდო, რომელმაც „თურქი მოქალაქეების პროვოცირება“ მოახდინა. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და საერთაშორისო საზოგადოების საყურადღებოდ კი განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები არ არის „თურქული გაზაფხულის“ მომასწავებელი. ერდოღანმა აღნიშნა, რომ აქციის ორგანიზატორები არიან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ანტისამთავრობო აქციები თავიდან სტამბოლის ერთ-ერთ პოპულარულ პარკში მშენებლობის გეგმის საწინააღმდეგო მიტინგით დაიწყო. დემონსტრაციებმა მალე მასობრივი ხასიათი მიიღო და მთელ ქვეყანაში გავრცელდა. პოლიციამ სტამბოლში, პრემიერის ოფისისკენ მიმავალი მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ანკარაში წყლის ჭავლიც იქნა გამოყენებული. აქციები ქვეყნის 67 ქალაქში მიმდინარეობდა.
ამ კვირის დასაწყისი თურქეთში შედარებითი სიმშვიდით აღინიშნა, თუმცა მცირეოდენი შეტაკებები მაინც გრძელდებოდა. პრემიერმა მაროკოში დაგეგმილი ვიზიტი არ გადადო და გამგზავრების წინ განაცხადა, რომ აქციის ორგანიზებაში დამნაშავე ექსტრემისტები არიან.
“ისინი სავარაუდოდ აჯანყებაში ჩაითრიეს. ამაშიც ექსტრემისტების ხელი უნდა იყოს გარეული. მათ ქსელი ყველა ქალაქში აქვთ. როგორც ამ ქვეყნის შვილები, თქვენ ამას უნდა ხვდებოდეთ. რა არ გავაკეთეთ? რის წინააღმდეგ იბრძვიან? მაინტერესებს და გეკითხებით, რა მესიჯი გაქვთ, რას ითხოვთ? რა არ შეგისრულათ თურქეთის ხელისუფლებამ“? - განაცხადა პრემიერმა ერდოღანმა.
მან კატეგორიულად უარყო ის პარალელები, რომელიც ე.წ. „არაბულ გაზაფხულს“, მუსლიმურ სამყაროში დაწყებულ ამბოხებების მთელ სერიასთან გაივლო.
„ეს სასაცილოა. სამწუხაროდ პარალელზე ისინი საუბრობენ, ვინც ამ ქვეყნის (თურქეთის) შესახებ არაფერი იცის. პირველ რიგში მაინტერესებს, აქვთ თუ არა ხმის მიცემის უფლება „არაბული გაზაფხულის“ ქვეყნებში. არის თუ არა იქ მრავალპარტიული სისტემა. მხედველობაში მაქვს ტუნისი, ეგვიპტე, სირია. ხალხს ამ ქვეყნების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ გააჩნია“ - აღნიშნა პრემიერმა.
ერდოღანის განცხადებების საპირისპიროდ, თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გული აქციის მონაწილეთა უფლებების დაცვის მხარდამჭერი სიტყვით გამოვიდა. დემონსტრანტები ერდოღანის ათწლიან მმართველობას ავტორიტარიზმში ადანაშაულებენ. თურქეთის ხელისუფლებას საერთაშორისო ორგანიზაციებიც აკრიტიკებენ და მას აქციების დაშლის დროს ძალის გადაჭარბებით გამოყენებაში ადანაშაულებენ. უფლებადამცველების განცხადებით, დაშავებულია ასობით ადამიანი. თურქეთში ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ დირექტორი, ჯონ დელჰუსეინი მშვიდობიანი მანიფესტაციის დაშლის ფორმას „სამარცხვინოდ გადამეტებულ მძიმე ძალის გამოყენებად“ აფასებს, რამაც სიტუაციის გართულება გამოიწვია. შეერთებული შტატები დასავლეთის სხვა მოკავშირეებთან ერთად, თურქეთის ხელისუფლებას მოსახლეობის მიერ გამოხატვის თავისუფლების უფლების ერთგულებისკენ მოუწოდებს.
ფოტოგალერეა