აბდულა ოჯალანმა თანამებრძოლებს ცეცხლის შეწყვეტისკენ და თურქეთის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა
ქურთი მეამბოხეების პატიმრობაში მყოფმა ლიდერმა აბდულა ოჯალანმა თანამებრძოლებს ცეცხლის შეწყვეტისკენ და თურქეთის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა. საპატიმროდან გამოგზავნილი წერილი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დიარბაქირში ქურთმა დეპუტატმა ათასობით ადამიანის წინაშე წაიკითხა. წერილში ოჯალანი ამბობს, რომ იარაღის გვერდზე გადადების და პოლიტიკის წინ წამოწევის დრო დადგა.
აბდულა ოჯალანი აცხადებს, რომ ახალი ეპოქა მოდის და ამისთვის საჭიროა, რომ ქურთების სამხედრო შენაერთებმა თურქეთის ტერიტორია დატოვონ. ცეცხლის შეწყვეტა, როგორც მოსალოდნელია ქურთებისთვის ავტონომიის მინიჭების და ქურთი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ განხორციელდება.