თურქი სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, თურქმა სამხედროებმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციაში განხორციელებული ოპერაციის დროს, 21 ქურთი მეამბოხე მოკლეს.
გორესის მთების მიდამოებში მიმდინარე ხუთდღიანი ოპერაციის დროს თურქმა სამხედროებმა ქურთ მეამბოხეებზე საჰაერო და სახმელეთო შეტევები მიიტანეს. შედეგად ქურთების მუშათა პარტიის წევრები დაიღუპნენ.
თურქეთის მთავრობა რამდენიმე ათეული წელია ქურთების მუშათა პარტიის აჯანყებულებს ებრძვის. ამ დაპირისპირებას 1984 წლიდან 40 0000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.