თურქეთის პარლამენტის პრო-ქურთული მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიის წევრებმა, შესაძლოა, სადეპუტატო იმუნიტეტი დაკარგონ.
თურქეთის პროკურატურამ მათ, შესაძლოა, ოფიციალური ბრალდება წაუყენოს ტელევიზიით ნაჩვენები კადრების გამო, სადაც ისინი ქურთისტანის მუშათა პარტის მეამბოხეებთან არიან გადაღებულნი.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს ამ საქმეში გარეული ცხრა ქურთი დეპუტატის პასუხისგებაში მისაცემად.
ტელევიზით გასულ კადრებში თურქეთის პარლამენტის წევრები იმ ქურთ მეამბოხეებს ეხვევიან, რომლებმაც მათი ავტოკოლონა გააჩერეს.
როგორც მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიის დეპუტატი ერთუღრულ კურკუ აცხადებს, ვინმეს გადაკოცნა არ წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.
მისი თქმით: „ჩვენ ვლაპარაკობდით და ისინი გადაგვეხვივნენ, რა უნდა გვექნა? მგონი ცივილიზებულად მოვიქეცით, ზოგიერთი ჩვენგანი შესაძლოა იღიმებოდა კიდეც, მაგრამ ეს არ არის სასამართლოში განსახილველი საქმე.“
ეს ქურთი მეამბოხეები ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრები იყვნენ, რომლებიც 1984 წლიდან აწარმოებენ შეიარაღებულ ბრძოლას ავტონომიის მოთხოვნით. ამ ბრძოლის განმავლობაში 40,000 ადამიანი დაიღუპა.
ევროკავშირი და შეერთებული შტატები ამ პარტიას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ, მაგრამ როგორც სტამბოლის ბაჰჩესეირის უნივერსიტეტის პოლიტოლოგი, ჩენგიზ აქტარი ამბობს, თურქეთის პარლამენტის მიერ ქურთი დეპუტატებისთვის იმუნიტეტის მოხსნა კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს.
მისი თქმით: „ეს პოლიტიკური პროცესის დასასრული იქნება. უფრო მეტი გაუცხოება მოხდება, რასაც უკვე ვაკვირდებით ქურთ ახალგაზრდებში. არც ის ინდა დაგავავიწყდეს, რომ პრო-ქურთულ მშვიდობის და დემოკრატიის პარტიას 2,5 მილიონი ამომრჩეველი ჰყავს.“
მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ქურთისტანის მუშათა პარტიამ ამ ბოლო დროს გაახშირა თვადსხმები თურქეთის სამხედროებზე და ათობით მათგანი გამოასალმა სიცოცხლეს. ამის გამო თურქეთის მთავრობას მანევრირების ნაკლები სივრცე აქვს დარჩენილი, ამბობს თურქი პოლიტიკოსი სუათ კინიკლიოღლუ. ის თვლის, რომ პარლამენტის წევრი არ შეიძლება იყოს დაკავშირებული იმ ხალხთან ვინც ტერორისტულ თავდასხმებს ამზადებს.
1994 წელს, თურქეთის პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა 4 ქურთ დეპუტატს, რომლებსაც 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამ ღონისძიებამ გასული საუკუნის მიწურულს სიტუაციის ესკალაცია გამოიწვია. როგორც სტამბოლის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი სოლი ოზელი აცხადებს დღეს კიდევ უფრო რთული ვითარებაა შექმნილი.
მისი თქმით: „90-იან წლებში ქურთისტანის ავტონომია მხოლოდ ჩანასახის სახით არსებობდა ერაყში, დღეს კი, მათ ფაქტიურად დამოუკიდებლი სახელმწიფო აქვთ. ქურთებს შესაძლოა სირიაშიც გაეხსნათ ხელფეხი. ახლა ქურთები ისტორიის ავანსცენაზე გამოდიან, რაც მათ ვერ მოახერხეს 1918-22 წლებში, როდესაც ინგლისმა და საფრანგეთმა რეგიონის დღევანდელი პოლიტიკური რუქა შექმნეს.“
როგორც პოლიტიკური ანალიტიკოსები ამბობენ, ქურთი მეამბოხეების თავდასხმების გაძლიერების შემთხევაში მმართველ პარტიას სულ უფრო გაუჭირდება ქურთი პარლამენტარებისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შენარჩუნება.