თურქეთი “ჰამასთან” შუამავლობას ცდილობს
Your browser doesn’t support HTML5
თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი ისრაელ-ღაზის კონფლიქტში შუამავლის როლის შესრულებას გეგმავს და ამ მიმართულებით საკუთარ ძალისხმევას მაქსიმალურად აძლიერებს. აპრილში მან “ჰამასის” პოლიტიკურ ლიდერს, ისმაილ ჰანიეს უმასპინძლა, რითიც შინ საკუთარი ოპონენტების გულის მოგებასაც შეეცადა.