დღეს, თურქული სასამართლოს განჩინებით, თურქეთის სამხრეთის ქალაქ ადანაში პატიმრობიდან გაათავისუფლეს შეერთებული შტატების საკონსულოს თანამშრომელი, რომელსაც შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის და მხარდაჭერისთვის სასჯელი შეუფარდეს.
ამერიკული საკონსულოს თარჯიმან ჰამზა ულუჩეის ოთხნახევარი წლით ციხეში პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ თურქული ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სასამართლომ ის პატიმრობაში ყოფნის ვადის ამოწურვის გამო გაათავისუფლა.
ულუჩეი ამერიკის საკონსულოს ორ სხვა ადგილობრივ თანამშრომელთან და „ნასას’ თურქული წარმოშობის ამერიკელ მეცნიერთან ერთად, 2017 წელს ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს. ვაშინგტონს ყველას გათავისუფლება სურს.
თურქული სააგენტოს ცნობით, ოთხშაბათის სასამართლო პროცესზე ულუჩეი გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა, მაგრამ მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს და მოგზაურობის უფლების გარეშე გაათავისუფლეს.
ანკარაში შეერთებული შტატების საელჩომ კომენტარზე უარი განაცხადა.