ევროკავშირის მოქალაქეების ნდობა მათი ხელისუფლებების მიმართ მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც კოვიდ-19-ის პანდემია დაიწყო. თუმცა, ნდობის დაკარგვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებს ეხება. თავად ბლოკისადმი ნდობა მოსახლეობაში უცვლელია.
კვლევა ევროკავშირის კუთვნილმა "ევროფონდმა" ჩაატარა და მისი მიზანი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს გაუმჯობესებაა. კვლევამ აჩვენა, რომ ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან, 26-ში საკუთარი მთავრობის მიმართ რწმენა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებამდე იყო. გამონაკლისი, მხოლოდ დანიაა, სადაც ეს მაჩვნებელი უცვლელია წინა წელთან შედარებით.
ასევე ნახეთ: პირველად პანდემიის დაწყებიდან, ამერიკაში ინფიცირებამ 50-ივე შტატში იკლოკვლევამ ასევე აჩვენა, რომ თავად ბლოკისადმი ნდომა იმაზე მაღალია, ვიდრე ეროვნული მთავრობებისადმი, მას შემდეგაც კი, რაც ევროკომისია მკაცრად გააკრიტიკეს კორონავირუსის ვაქცინების შესყიდვისა და განაწილების დაგვიანებაში.
"ევროფონდში" ამბობენ, რომ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 138,629 ადამიანმა, რომელთაც სამი რაუნდის განმავლობაში უსვამდნენ კვლევისთვის მნიშვნელოვან კითხვებს.