ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლში ბლინკენი-ლავროვის შეხვედრას აფასებენ


კრემლში ლავროვისა და ბლინკენის შეხვედრაზე კომენტარი გააკეთეს. მოსკოვში აცხადებენ , რომ ამერიკის სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრას პუტინი პოზიტიურ სიგნალად აღიქვამს. თუმცა, მას ჯერ არ გადაუწყვეტია, შეხდება თუ არა ივნისში ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და დათანხმდება თუ არა სამიტის ჩატარებას.

ჯო ბაიდენმა, გაპრეზიდენტებიდან მალევე, პუტინს "მკვლელი" უწოდა, რის შემდეგად მოსკოვმა თავისი ელჩი ამერიკიდან, რუსეთში გამოიძახა.

მიუხედავად მისი შეფასებისა, ბაიდენი ამბობს, რომ მზადაა შეხვდეს პუტინს და მასთან ერთად განიხილოს რიგი საკითხები. თუმცა, მოსკოვისგან ოფიციალური დასტური პრეზიდენტების სამიტის შესახებ, ჯერ გაცემულა.

ისლანდიაში, ენტონი ბლინკენსა და სერგეი ლავროვს შორის გამართული შევხედრა ამერიკის ახალი ადმინისტრაციისა და პუტინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის პირადად შეხვედრის პირველი შემთხვევა იყო.

მხარეების თქმით, მათ სერიოზული განსხვავებები აქვთ იმასთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს საერთაშორისო პოლიტიკა, თუმცა, მაინც შეუძლიათ მონახონ ერთად მუშაობის გზები.

კრემლის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ლავროვისა და ბლინკენის შეხვედრა, დაეხმარება მოსკოვს გადაწყვიტოს პრეზიდენტების მომავალი სამიტის შესახებ დეტალები.

"თავად ის ფაქტი, რომ ეს შეხვედრა შედგა არის პოზიტიური. თუმცა, ნათელია, რომ ეს პროცესი არ იქნება მარტივი. ბევრი პრობლემა დაგროვდა, თუმცა, შეხვედრა რეიკიავიკში საგარეო საქმეთა მინისტრსა და სახელმწიფო მდივანს შორის, დაგვეხმარება განვიხილოთ ორ პრეზიდენტს შორის შევხედრის სასურველობა",- თქვა პესკოვმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG