კრემლი ლიზ ტრასის წინააღმდეგ

ლიზ ტრასის მიმართ კრემლი უკვე კრიტიკულია. საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მალე ოფიციალურად დაიკავებს ბრიტანეთის პრემიერის პოსტს, ერთ-ერთი იყო იმ ლიდერთა შორის, ვინც 2022 წლის დასაწყისში მოსკოვში ჩავიდა და რუსი კოლეგები, როგორც ჩანს, გააღიზიანა კიდეც.

მისი რუსი კოლეგა ლიზ ტრასთან საუბარს "ყრუსა და მუნჯის დიალოგს" უწოდებდა. მოგვიანებით, რუსულმა გამოცემამ დაწერა, რომ ტრასმა უყურადღებოდ უპასუხა ლავროვს ერთ-ერთ შეკითხვაზე და თქვა, რომ ბრიტანეთი არასდროს აღიარებდა რუსეთის სუვერენულ ოფულებას როსტოვსა და ვორონეჟზე. ლავროვის კითხვა რუსეთის სამხრეთში მდებარე ტერიტორიებს ეხებოდა. ეს შეცდომა იქვე რუსეთში ბრიტანეთის ელჩის დახმარებით გამოსწორდა.

ასევე ნახეთ: პესკოვი: ტრასის შეცდომა ადასტურებს, რომ დასავლეთს არ ესმის უკრაინის კონფლიქტი

კრემლი ამ ცნობებს იმის არგუმენტად იყენებდა, რომ დასავლელი ლიდერები არ არიან საკმარისად ინფორმირებულნი და არ ესმით უკრაინის საკითხები. თუმცა, ბრიტანულმა მხარემ ამ განცხადებებს პროპაგანდის ნაწილი უწოდა და თქვა, რომ ტრასმა მაშინ უბრალოდ არასწორად გაიგო ლავროვის შეკითხვა.

ტატიანა სტანოვაია, პოლიტოლოგი და R.Politik-ის დამფუძნებელი, ამბობს, რომ ამ ინციდენტმა ერთგვარად ჩამოაყალიბა კრემლის საჯარო დამოკიდებულება ტრასის მიმართ. "კრემლი ოცნებობს იმაზე, რომ გაუმკლავდეს ძლიერ და კომპეტენტურ ლიდერებს. ტრასი კრემლისთვის ჩანს, როგორც იმ ახალი თაობის ზედაპირული დასავლელი ლიდერების წარმომადგენელი, რომლებიც მოდიან და მიდიან და არ შეუძლიათ სტრატეგიულად ფიქრი, გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმვა და ისეთ ქვეყნებთან გამკლავება, როგორიც რუსეთია", - ამბობს სტანოვაია. "ეს შეცდომა მათთვის საჩუქარი იყო იმისთვის, რომ გამუდმებით გამოიყენონ მის წინააღმდეგ".

ტრასის კრიტიკა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ ტრასის ერთ-ერთი ადრეული განცხადებისას დაფიქსირებული შეცდომა - შავი და ბალტიის ზღვების არევის შესახებაც გამოიყენა და ამას "ანგლო-საქსონი პოლიტიკოსების სისულელის" დასტურს უწოდებდა.

პოლიტიკის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სავარაუდოდ ბრიტანეთი დარჩება უკრაინის ერთ-ერთ უდიდეს და უმთავრეს მხარდამჭერად და განაგრძობს ქვეყნის იარაღითა მომარაგებას და საჭირო წვრთნების ჩატარებას. რუსეთის მხრიდან კრიტიკა კი, როგორც ჩანს, არც ტრასისთვისაა შემაფერხებელი. ის ამ წლის თებერვალში სერგეი ლავროვს საჯაროდაც დაუპირისპირდა მაშინ, როცა რუსი კოლეგა ამბობდა, რომ კრემლი არავის ემქურება უკრაინასთან განლაგებული ჯარებით.