ტრამპმა შესაძლოა ამერიკის მოქალაქეები ქვეყანაში არ შეუშვას, თუ მათზე კორონავირუსის დიაგნოზის ეჭვი იარსებებს

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ახალ, შესაძლო, ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკის მოქალაქეები არ დაიშვებიან ქვეყანაში, თუ მათზე იქნება ეჭვი, რომ კორონავირუსი აქვთ. ეს ინფორმაცია სააგენტო "როიტერს" ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა დაუდასტურა.

წყაროს ინფორმაციით, ამ რეგულაციას ჯერ-ჯერობით სამუშაო ხასიათი აქვს და ის შესაძლოა, შეიცვალოს. ახალი დათქმა, უფლებას მისცემს ამერიკის მთავრობას ქვეყანაში შესვლისგან უარი უთხრას იმ პირებს, ვისზეც იქნება "გონივრული ეჭვი", რომ მათ აქვს კოვიდ-19.

ასევე ნახეთ: არჩევნები და ვაქცინა - კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 19 მილიონია

კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, ტრამპმა შეცვალა საიმიგრაციო პოლიტიკა და მისცა საზღვრის დაცვის სამსახურს უფლება უკან გაებრუნებინათ მიგრანტები სტანდარტული იურიდიული პროცედურების დაცვის გარეშე.

მაისში, სააგენტო "როიტერი" წერდა, რომ ამერიკის მთავრობის წევრები შეშფოთებულები იყვნენ იმის გამო, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე მექსიკელები, ქვეყანაში გაუარესებული მდგომარეობის გამო ამერიკაში ჩავიდოდნენ და ასე მეტი დატვირთვა ექნებოდათ ამერიკულ საავამდყოფოებს.

ასევე ნახეთ: ამერიკის უნივერსიტეტები საერთაშორისო სტუდენტების კლებას ელოდებიან

გავრცელებული ცნობის მიხედვით, ახალი რეგულაცია, რომელსაც ჯერ სამუშაო სახე აქვს,დამტკიცების შემთხვევაში, ამერიკის "დაავადებათა კონტორლისა და პრევენციის ცენტრი" გამოაქვეყნებს.