ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვის ეკუთვნოდა ბეირუთში აფეთქებული და საქართველოში წარმოებული ამონიუმის ნიტრატი


„საქონელი, ერთი ქვეყნიდან მეორეში ტრანსპორტირდა, საბოლოოდ კი მივიდა მესამე ქვეყანაში, სადაც მას არავინ ფლობს. რატომ არის დანიშნულების ბოლო ადგილი აქ?“ - ეს არის კითხვა, რომელსაც ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატის შესახებ, ლიბანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს აქვს. ლიბანის მთავრობა, ბეირუთის აფეთქების შემდეგ, სრული შემადგენლობით გადადგა.

სააგენტო „როიტერი“ ცდილობს დაადგინოს, ვინ იყო ამონიუმის ნიტრატის თავდაპირველი მფლობელი. ამისთვის, „როიტერი“ რესპონდენტებს 10 ქვეყანაში ესაუბრა და დოკუმენტების მოძიება, ათივე მათგანში სცადა. თუმცა, სააგენტო წერს, რომ 2 750 ტონიანი ტვირთის თავდაპირველი მფლობელის გარკვევის ნაცვლად, ნათელი გახდა რომ არსებობს დოკუმენტების დაკარგვის რთული ზღაპარი და მცირე ზომის ბუნდოვანი კომპანიების საიდუმლო გლობალური ქსელი.

ტვირთთან და მის გადაზიდვასთან დაკავშირებული თითოეული ფიგურანტი, „როიტერთან“ ინტერვიუსას, ტვირთის თავდაპირველ მფლობელობას უარყოფს და პასუხების გაცემისგან თავს იკავებს. მათ შორის, ვინც ამბობს, რომ ტვირთის მფლობელი შესახებ არ იცის, არიან გემის კაპიტანი, ქართველი სასუქების მწარმოებელი და აფრიკული ფირმა, რომელმაც ის შეუკვეთა. შემკვეთი ფირმა აცხადებს, რომ ტვირთვისთვის არ გადაუხდია.

გადაზივდვის ჩანაწერების მიხედვით, 2013 წლის სექტემბერში, ამონიუმის ნიტრატით გემი საქართველოში დაიტვირთა და მისი ადრესანტი მოზამბიკური ასაფეთქებელი ნივითიერების მწარმოებელი კომპანია იყო. კაპიტნისა და ეკიპაჟის ორი წევრის თქმით, გემის მფლობელი რუსი ბიზნესმენი იგორ გრეჩუშკინისგან, რომელსაც ისინი ხომალდის დე-ფაქტო მფლობელად მიიჩნევდნენ, მიიღეს მითითება, რომ დამატებითი ტვირთის ასაღებად, დაუგეგმავად, გემი ბეირუთში გაჩერებულიყო.

გემი ბეირუთში შევიდა და იქაურობა აღარ დაუტოვებია. მასზე მოთავსებული ამონიიუმის ნიტრატი კი მოგვიანებით გადმოიტვირთა. ცარიელი გემი პორტთან ახლოს 2018 წელს ჩაიძირა.

„როიტერი“ გემის ვერც პირველ და ვერც დე-ფაქტო მფლობელ გრეჩუშკლინთან დაკავშორებას ვერ ახერხებს.

ვინ გადაიხადა ამონიუმის ნიტრატის ყიდვის საფასური, ცდილობდნენ თუ არა ისინი ნაყიდი ტვირთის მიღებას და თუ არ ცდილობდნენ, მაშინ რატომ? - ეს კითხვები უპასუხოდ რჩება.

ტვირთი თეთრ ტომრებში იყო მოთავსებული და 2013 წლის მონაცემებით, მისი იმჟამინდელი ღირებულება $700 000 იყო.

აფეთქებული ამონიუმის ნიტრატის მწარმოებელი კომპანია რუსთავის „აზოტის“ იმჟამინდელი მფლობელი, რომან ფიფია, "როიტერთან" საუბრისას აცხადებს, რომ მან კომპანიაზე კონტროლი 2016 წელს დაკარგა. ბრიტანული სასამართლოს დოკუმენტებში წერია, რომ კრედიტორმა მას აიძულა, საკუთარი აქტივები აუქციონზე გაეტანა.

საწარმოს ახლა სხვა ფირმა მართავს, „JSC Rustavi Azot." მისი ამჟამინდელი დირექტორის პირველი მოადგილე, ლევან ბურდულაძე ამბობს, რომ არ შეუძლია ნათელი მოჰფინოს ტვირთის მფლობელის ვინაობას.

10-მდე ქვეყნის, რამდენიმე კომპანიასთან კორესპონდენციის ან არ-შემდგარი კონტაქტის ფონზე, „როიტერი“ წერს - „არავინ იტყვის, ვინ ფლობდა ქიმიურ ნივთიერებებს, რომელიც ბეირუთში აფეთქდა.“

წითელი ჯვრის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, ბეირუთში 200 მდე ადამიანი დაიღპა და 5 000-ზე მეტი დაშავდა. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, 300 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG