ხარჯვით ნაწილში შეთანხმების მიღწევის გარეშე, შესაძლოა მთავრობის ნაწილობრივი დახურვა მოხდეს

შესაძლოა, პარასკევ შუაღამეს, შეერთებული შტატების მთავრობის ერთი მეოთხედის მოქმედება შეწყდეს, თუ თეთრი სახლი და კანონმდებლები ხარჯვითი ნაწილის ახალ გეგმაზე არ შეთანხმდებიან, ამაში შედის ამერიკა-მექსიკის საზღვარზე, პრეზიდენტ ტრამპის მიერ შეთავაზებული კედლის აშენების დაფინანსების საკითხი. სასაზღვრო კედელი უკანონო იმიგრაციის აღსაკვეთად არის გამიზნული.

მომავალი წლის სექტემბრამდე მთავრობის სამი მეოთხედის დაფინანსება უკვე დამტკიცებულია, მაგრამ დარჩენილი კანონპროექტები მოიცავს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის 2019 წლის დაფინანსებას და შესაძლოა დაფინანსებას კედლისთვის, რომელიც ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანიის უპირატესი დაპირება იყო.

20 მილიარდად შეფასებული კედლისთვის პირველი 5 მილიარდი დოლარის გამოყოფას დემოკრატები და ზოგიერთი რესპუბლიკელი მტკიცედ ეწინააღმდგებიან და ამ საქმის მომავალს საეჭვოდ ხდიან. დემოკრატებმა საზღვრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად 1.6 მილიარდი დოლარი შესთავაზეს, თუმცა არა კონკრეტულად კედლისთვის.