ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, ის მზადაა წავიდეს რისკზე და ააშენოს ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედელი, თუნდაც ამან საბიუჯეტო კრიზის გამოიწვიოს.
„მთავრობის მუშაობის შეჩერებაც რომ მოგვიწიოს, ამ კედელს მაინც ავაშენებთ“, - განაცხადა ტრამპმა ფენიქსში. მისი თქმით, გასულ ოქტომბერს ამერიკის მოსახლეობამ „ხმა მისცა საიმიგრაციო კონტროლს“.
კედლის აშენება კონგრესის თანხმობას საჭიროებს. კონგრესს 2018 წლის ფისკალურ ბიუჯეტზე, რომელიც 1 ოქტომბრიდან აითვლება, მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია. კონგრესში აღნიშნულ იდეას დემოკრატები მხარს არ უჭერენ. ტრამპის ფენიქსის გამოსვლას, მოსახლეობის ნაწილი პროტესტით შეხვდა. გამოსვლის დასრულების შემდეგ, პოლიციამ დემონსტრაცია ცრემლსადენი გაზით დაშალა.
Facebook Forum