ორშაბათს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში კოსმოსის ეროვნული საბჭოს მრჩევლებს შეხვდა. პრეზიდენტის თქმით, მან შეიარაღებულ ძალებს მეექვსე მიმართულების შექმნა დაავალა, რომელიც კოსმოსურ პროგრამებზე იქნება კონცენტრირებული.
ტრამპი აცხადებს, რომ არ აპირებს ამერიკის კოსმოსში დომინანტურობა ისეთ მოწინააღმდეგეებს დაუთმოს, როგორიცაა ჩინეთი და რუსეთი. პრეზიდენტს კოსმოსური ძალების შექმნის იდეის დეტალები ჯერჯერობით საჯაროდ არ გაუმჟღავნებია.
პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება კონგრესმა უნდა დაამტკიცოს. ამჟამად შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები 5 ნაწილისგან შედგება. ესენია: არმია, საზღვაო ფლოტი, საჰაერო ძალები, საზღვაო ქვეითები და სანაპირო დაცვა.