ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპი: შესაძლოა ამ ზაფხულს ვლადიმირ პუტინს შვხვდე


თეთრი სახლთან შემდგარი დაუგეგმავი ინტერვიუს დროს, ჟურნალისტების ხმაურიან ჯგუფთან ტრამპმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ რუსეთს უფლება უნდა მიეცეს „დიდ შვიდეულს“ შეუერთდეს.

რუსეთის გაძევებაში ტრამპი ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადანაშაულებს და ამბობს: „ვფიქრობ ბარაკ ობამას ის არ მოსწონდა... ვფიქრობ ბევრად უკეთესია რუსეთთან საერთო ენა გამოვნახოთ ვიდრე ეს არ გავაკეთოთ.“

ტრამპი ობამას რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაშიც ადანაშაულებს, ქმედებაში, რის გამოც ქვეყანა „დიდი რვიანიდან“ გააგდეს.

ტრამპი ამბობს: „ეს ობამას ბრალია, რადგან პუტინი პრეზიდენტ ობამას პატივს არ სცემდა“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG