ტრამპი სეშენსის გენერალურ პროკურორად დანიშნვას ნანობს

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ამერიკის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ჯეფ სეშენსის ნაცვლად ვინმე სხვა უნდა დაენიშნა. თუმცა, ამ განცხადების შემდეგ ტრამპის ადვოკატმა განმარტა, რომ ამ დროისთვის სეშენსის თანამდებობაზე დარჩენას საფრთხე არ ემუქრება.

ტრამპი საკუთარ გენერალურ პროკურორზე თანამდებობაზე დამტკიცებიდან მალევე გაბრაზდა იმის გამო, რომ სეშენსმა რუსეთის მხრიდან ამერიკის არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამოძიება აირიდა. გამოძიების ერთ-ერთი მიზანი იმის დადგენაცაა, თანამშრომლობდა თუ არა ტრამპის საარჩევნო კამპანია რუსულ მხარესთან.

სეშენსმა საქმის არიდების გადაწყვეტილება იუსტიციის დეპარტამენტის წესებზე დაყრდნობით მიიღო. მას, როგორც ტრამპის კამპანიის მხარდამჭერს და ადამიანს, რომელიც რუსეთის ელჩს წინასაარჩევნო პერიოდში შეხვდა, ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა, რის გამოც რუსეთის გამოძიების საქმეში ვერ ჩაერთვებოდა.