ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ორშაბათს გუბერნატორებთან დაგეგმილი შეხვედრის მთავარი თემა ფლორიდის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მომხდარი მასობრივი მკვლელობა იქნება.
„ვფიქრობ, განსახილველ საკითხებს შორის ეს ყველა ჩვენგანისთვის პირველი და მთავარი საკითხია, რადგან ჩვენ უნდა დავასრულოთ ის, რაც ქვეყანაში ამ მიმართულებით ხდება“, განაცხადა პრეზიდენტმა კვირა საღამოს გამართულ ვახშამზე ვაშინგტონში, სადაც მან ამერიკის სხვადასხვა შტატიდან ჩამოსულ გუბერნატორებს უმასპინძლა.
თითოეულ შტატს იარაღის კონტროლის საკუთარი რეგულაციები აქვს. პრეზიდენტი ტრამპი კი გამოდის ინიციატივით, რომ მთელ ქვეყანაში იარაღის შეძენის დასაშვები ასაკი 18-დან 21 წლამდე გაიზარდოს. ამასთან, მან ერთხედლ უკვე გააჟღერა იდეა, რომ იარაღის სკოლაში ტარების უფლება იმ მასწავლებლებს უნდა მიეცეთ, რომლებსაც მისი გამოყენების გამოცდილება აქვთ.