დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან მეოთხე შეხვედრა, შესაძლოა, წლის ბოლოსთვის გაიმართოს.
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ უნი ერთმანეთს 2018 წლის ივნისის შემდეგ სამჯერ შეხვდნენ. ამერიკის პრეზიდენტი შემდეგი შეხვედრის შესაძლებლობაზე საუბრობს, მაგრამ კორეის საკითხების მკვლევარები გაჭიანურებული შეხვედრის შესახებ საუბრობენ.
ჩრდილოეთ კორეამ სამუშაო შეხვედრების ჩატარებისთვის მხადყოფნა უკვე გამოთქვა, რამაც მოლაპარაკების უფრო მაღალ დონეზე გაგრძელების იმედი გააჩინა. ეროვნული უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის, დენის უილდერის თქმით, ჯონ ბოლტონის მიერ ადმინისტრაციის დატოვებამ შესაძლოა ამ მოლაპარაკებების მიმდინარეობაზეც მოახდინოს გავლენა.
"ვფიქრობ, ჩრდილოეთ კორეა ბედნიერია იმით, რომ ბოლტონი პრეზიდენტის გუნდის წევრი აღარ იქნება. ბოლტონი აშკარად არასდროს ეთანხმებოდა პრეზიდენტის პოლიტიკას კორეის მიმართ," განაცხადა უილდერმა.