პირი, რომელიც შაბათს პენსილვანიაში ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიტინგზე ესროლეს და მოკლეს, 50 წლის მოხალისე მეხანძრე იყო, რომელიც იცავდა თავის ოჯახს სროლის დროს, თქვა კვირას შტატის გუბერნატორმა ჯოშ შაპირომ.
მსხვერპლი კორი კომპერატორეა, მისი ოჯახის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით.
"ტრამპის აქციამ ჩემი ძმის, კორი კომპერატორეს სიცოცხლე შეიწირა. ერთი კაცის სიძულვილმა, ის კაცი წაგვართვა, რომელიც ყველაზე მეტად გვიყვარდა", - თქვა მსხვერპლის დამ პოსტში.
ასევე ნახეთ: ტრამპი მკვლელობის მცდელობის გადარჩენის შემდეგ რესპუბლიკელების ყრილობაზე გაემართება“პიცბურგ პოსტ-გაზეტეს” თანახმად, კომპერატორე ადრე მსახურობდა მოხალისეთა სახანძრო დეპარტამენტის უფროსად ქალაქ ბუფალოში.
შაპირომ თქვა, რომ ესაუბრა კომპერატორეს ოჯახს და მან საუბრის ნაწილები ჟურნალისტებს გაუზიარა.
"კორი გმირად მოკვდა. კორი გადაეფარა თავის ოჯახს, რათა დაეცვა ისინი წუხელ ამ აქციაზე", - თქვა შაპირომ. “კორი ჩვენგან საუკეთესო იყო”, - თქვა მან.
კომპერატორეს ცოლი და ორი ქალიშვილი დარჩა. შაპირომ დაამატა: "კორი მეხანძრე იყო. კორი ყოველ კვირას დადიოდა ეკლესიაში. კორის უყვარდა თავისი თემი და კორის განსაკუთრებით უყვარდა თავისი ოჯახი."
შაპირომ მსხვერპლს "ყოფილი პრეზიდენტის გულმოდგინე მხარდამჭერი" უწოდა.
FBI-მ 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი პელსინვანიის ქალაქ, ბეთელ პარკიდან, ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილად დაასახელა. ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა ადგილზე მოკლეს.