პრეზიდენტი ტრამპი გაეროს ანგარიშის გაცნობის პირობას დებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არასოდეს წაუკითხავს ისეთი ავის მომასწავებელი ანგარიში, როგორიც გაეროს მიერ გამოქვეყნებული კვლევაა. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს მინიმუმამდე შეამცირონ გლობალური დათბობის ტემპი. წინააღდეგ შემთხვევაში, დედამიწა უმძიმესი მომავლის წინაშე აღმოჩნდება.

ტრამპმა თქვა, რომ აინტერესებს, თუ რომელმა ჯგუფმა შეადგინა ანგარიში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა. მისი თქმით, “შემიძლია წარმოგიდგინოთ მოსაწონი ანგარიში და წარმოგიდგინოთ არც ისე კარგი ანგარიშები. მაგრამ მე ამ ანგარიშს აუცილებლად წავიკითხავ.”

გაეროს ანგარიშის თანახმად, დედამიწის ამინდი და ეკოსისტემები უკეთეს მდგომარეობაში იქნება, თუ მსოფლიო ლიდერები გამონახავენ გზებს 2032-2052 წლებისთვის კლიმატის დათბობის 0,5 გრადუსის ფარგლებში შესანარჩუნებლად და არა 1 გრადუსის ფარგლებში, რაზეც აქამდე იყვნენ შეთანხმებული.

2017 წელს, ტრამპმა შეერთებული შტატები პარიზის კლიმატური ცვლილელების ხელშეკრულებიდან გამოიყვანა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სათბურის გაზების შემცირებას ისახავს მიზნად.