საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ამერიკის მომავალმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, სენატორი დენ ქოუთსი ამერიკის სადაზვერვო სამსახურების უმაღლეს თანამდებობაზე დანიშნოს. რესპუბლიკელი სენატორი ეროვნული სადაზვერვო ადმინისტრაციის დირექტორის თანამდებობას დაიკავებს, რომელიც დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოებს, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს და 14 სხვა ფედერალურ სამმართველოსზედამხედველობს. თუ სენატი ქოუთსს დაამტკიცებს, ის ჯეიმს კლაპერს ჩაანაცვლებს, გადამდგარ გენერალს, რომელიც თანამდებობაზე 2010 წელს ბარაკ ობამამ დანიშნა.
73 წლის ქოუთსი ინდიანის შტატს ორჯერ წარმოადგენდა ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში. გასულ ნოემბერს მან უარი განაცხადა, კიდევ ერთი ვადით კენჭისყრაზე. ქოუთსს ასევე გერმანიაში ამერიკის ელჩის თანამდებობა ეკავა და 1966-68 წლებში ამერიკის შეიარაღებულ ძალებში მუშაობდა.