რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულმა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ ორშაბათს დამოუკიდებლად მოქმედი ეთიკის კომისიის უფლებები შეზღუდა და ის კონგრესის ეთიკის ოფისს დაუქვემდებარა, რომელსაც ისევ კანონმდებლები მართავენ. ეთიკის კომისია წარმომადგენელთა პალატის წევრების მიერ პოტენციურ დარღვევებს იკვლევდა.
კონგრესის ეთიკის ოფისი ვაშინგტონში 2008 წელს შეიქმნა. მისი დაფუძნება მას შემდეგ გადაწყდა, რაც წარმომადგენელთა პალატაში რამდენიმე მაღალი დონის კორუფციული სკანდალი მოხდა, რომლებშიც ამერიკელი კანონდებლები იყვნენ ჩართული.