შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ საუდის არაბეთისთვის ზურგის შექცევა “საშინელი შეცდომა იქნება,” მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ამერიკაში დაფუძნებული ჟურნალისტის მკვლელობაში პასუხისმგებლობა ეკისრება.
მადლიერების დღის აღნიშნვამდე ერთი დღით ადრე, ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების და ეკონომიკური ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანის უფლებების დარღვევის ნებისმიერი შემთხვევა.
“ჩვენ საუდის არაბეთის გვერდით ვდგავართ,” თქვა ტრამპმა. მან დასძინა, რომ საუდის არაბეთი ირანს ოპონირებას უწევს და ამერიკის სამხედრო შეიარაღებას ყიდულობს, რაც პრეზიდენტის თქმით, “ასობით ათასი სამუშაო ადგილი და მილიარდობით დოლარის ინვესტიციაა.”
რუსეთი და ჩინეთი საუდის არაბეთისგან “ამ საჩუქარს არ იღებენ,” თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ ამერიკასა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობის გაფუჭება ნავთობის ფასს დრამატულად გაზრდის.
“არ ვაპირებ მსოფლიო ეკონომიკა გავანადგურო და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გავანადგურო საუდის არაბეთთნ სულელურად მოქცევით,” თქვა პრეზიდენტმა.