ტრამპი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტის კომენტარი მის უდანაშაულობას ადასტურებს

წარმომადგენელთა პალატის კომიტეტების წინაშე, უკრაინაში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის ჩვენება არის დაგეგმილი, რაც პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის გამოძიების ფარგლებში ხდება.

თეთრი სახლი საიმპიჩმენტო გამოძიებაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს და მას „არაკონსტიტუციურს“ უწოდებს. სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირში შეერთებული შტატების ელჩის და ტრამპის დონორის, გორდონ სონდლენდის ნებაყოფლობითი ჩვენება დაბლოკა.

ტრამპი აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან 25 ივლისს შემდგარი სატელეფონო საუბარი, რომელმაც საიმპიჩმენტო გამოძიება გამოიწვია, არავითარ უარყოფითს არ შეიცავდა.

ზელენსკიმაც განაცხადა, რომ საუბრის დროს, როდესაც ტრამპმა ზელენსკის დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატობის პრეტენდენტის, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და მისი შვილის, ჰანტერის გამოძიება სთხოვა,„შანტაჟი არ ყოფილა“.

ჯო და ჰანტერ ბაიდენების დანაშაულის სამხილები არ არსებობს.