ოთხშაბთას, ნიუ-იორკში, პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზაფხულში შემდგარი, ამჟამად გახმაურებული სატელეფონო საუბრის დროს, მასზე წნეხი არ ყოფილა, იმისთვის რომ ბაიდენის ოჯახის გამოძიება ჩაეტარებინა.
ზელენსკიმ თქვა: „ჩემზე ზეწოლა არავის მოუხდენია“. მან იქვე დაამატა: „კარგი სატელეფონო საუბარი გვქონდა, ის ნორმალური იყო“.
შემდეგ, ტრამპმა დაურთო: „სხვა სიტყვებით, წნეხი არ ყოფილა და იცით რა, წნეხი არ ყოფილა.
დემოკრატების მიერ წამოწყებული საიმპიჩმენტო გამოძიების წინაშე მყოფმა ტრამპმა, გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში შეხვედრა, ხუმრობით დაიწყო. ტრამპმა თქვა: „მან უფრო ცნობილი გამხადა და მე ის უფრო ცნობილი გავხადე. ვფიქრობ, პრესა შეხვედრის ოთახში დარჩენას ისურვებდა, მაგრამ ძალიან ბევრი მოწმე გვყავს.“
ზელენსკი ამას გამოეპასუხა: „უმჯობესია, ტელევიზორში იყო, ვიდრე ტელეფონზე.“
დღეს, თეთრმა სახლმა იმ სატელეფონო საუბრის ამონაწერი გამოაქვეყნა, რომლის თაობაზეც ანონიმური საჩივარი შეიტანეს და ეს ზარი საიმპიჩმენტო გამოძიების საბაბად იქცა.
Facebook Forum