ტრამპი მკვლელობის მცდელობის გადარჩენის შემდეგ რესპუბლიკელების ყრილობაზე გაემართება

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ კვირას მილუოკიში გაემგზავრა, სადაც რესპუბლიკელები მას ოფიციალურად საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელებენ. ტრამპი გადაურჩა მკვლელობის მცდელობას შაბათს პენსილვანიაში ამომრჩევლებთან შეხვედრისას.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მან მოითხოვა შეისწავლონ თუ როგორ მოახერხა 20 წლის მამაკაცმა, რომელსაც AR-15 ტიპის შაშხანით გადაადგილება და აქციასთან საკმარისად მიახლოება, რომ სახურავიდან ესროლა ტრამპისთვის, რომელსაც როგორც ყოფილ პრეზიდენტის გამოყოფილი აქვს უვადო დაცვა აშშ-ს საიდუმლო სამსახურის მიერ.

ასევე ნახეთ: პრეზიდენტ ტრამპს ტყვიამ ყური გაუხვრიტა, თავდამსხმელი მოკლულია

78 წლის ტრამპი წინასაარჩევნო აქციას ატარებდა პენსილვანიის ქალაქ ბატლერში, როდესაც სროლა გაისმა. ტრამპს ტყვიამ მარჯვენა ყური გაუხვრიტა. მისმა კამპანიამ განაცხადა, რომ ის კარგადაა და, როგორც ჩანს, არ მიუღია რაიმე სერიოზული დაზიანება, გარდა მარჯვენა ზედა ყურის ჭრილობისა.

სროლისას დაიღუპა ერთი ადამიანი და კიდევ ორი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, აცხადებენ ოფიციალური პირები.

ტრამპს თავისი პარტია ოფიციალური დაასახელებს რესპუბლიკელთა ეროვნულ კონვენციაზე კანდიდატად, რომელიც ორშაბათს დაიწყება მილუოკიში, უისკონსინში. რესპუბლიკურმა ეროვნულმა კომიტეტმა თქვა, რომ მუშაობენ უსაფრთხოების გაძლიერებაზე.

„მე ვაპირებდი ორი დღით გადამედო ჩემი მოგზაურობა ვისკონსინში და რესპუბლიკელთა ეროვნულ კონვენციაში მონაწილება, მაგრამ ახლახან გადავწყვიტე, რომ „მსროლელს“ ან პოტენციურ მკვლელს არ მივცემ უფლებას ჩემ გრაფიკზე გავლენა მოახდინოს ან სხვა რამ. ამიტომ, მე გავემგზავრები მილუოკიში, როგორც დაგეგმილია“, - დაწერა ტრამპმა კვირას თავის Truth Social-ის საიტზე.

FBI-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი თავდასხმელი თომას მეთიუ კრუკსია, ქალაქ ბეთელ პარკიდან, პენსილვანიიდან. ის იყო რეგისტრირებული, როგორც რესპუბლიკელი, შტატის ამომრჩეველთა ჩანაწერების მიხედვით და 17 წლის ასაკში 15 დოლარი შესწირა დემოკრატიული პარტიას.

სამართალდამცავებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ თავდასხმის მოტივი ჯერ არ დაუდგენიათ.

„ამერიკის მსგავსი ძალადობის ადგილი არ არის“, - თქვა ბაიდენმა თეთრ სახლში. „ყველას მოვუწოდებ, გთხოვთ, ნუ გამოთქვამთ ვარაუდებს მის მოტივზე ან [პოლიტიკური] კუთვნილების შესახებ”, - თქვა მან.

სროლამ გამოიწვია დისკუსია საპრეზიდენტო კამპანიის ირგვლივ, რომელიც გასულ კვირებში ფოკუსირებული იმაზე უნდა იყოს თუ არა 81 წლის ბაიდენი მისი პარტიის კანდიდატი, გასულ თვეში დეტაბებში ცუდი გამოსვლის შემდეგ.

ასევე ნახეთ: დონალდ ტრამპის საარჩევნო შეხვედრაზე სროლა მოხდა

საიდუმლო სამსახურის აგენტებმა მოკლეს ეჭვმიტანილი მას შემდეგ, რაც მან ცეცხლი გახსნა შენობის სახურავიდან , რომელიც140 მეტრით იყო დაშორებული სცენიდან, სადაც ტრამპი გამოდიოდა. წყაროების ცნობით, სროლაში გამოყენებული AR-15 ტიპის ნახევრადავტომატური იარაღი მის სხეულთან ახლოს იქნა ნაპოვნი.

ცეცხლსასროლი იარაღი ლეგალურად შეიძინა ეჭვმიტანილის მამამ, იტყობინება "ეი-ბი-სი" და "უოლ სტრიტ ჯორნალი", წყაროებზე დაყრდნობით. ხოლო ეჭვმიტანილის მანქანაში ბომბის დასამზადებელი მასალები იპოვეს, იტყობინება "ასოშეითიდ პრესი" წყაროებზე დაყრდნობით.