შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გახმაურებულ დოკუმენტს გრიფი საიდუმლო მოუხსნა. ამის შემდეგ კონგრესის იურიდიულმა კომიტეტმა დოკუმენტის გასაჯაროების ნებართვა გასცა.
თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ ის, რაც მან დოკუმენტში წაიკითხა საშინელებაა. "ვფიქრობ, ის, რაც ამ ქვეყანაში ხდება, სამარცხვინოა... ბევრ ადამიანს უნდა შერცხვეს საკუთარი საქციელის" - თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.
ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, დღეს პრეზიდენტმა დოკუმენტის გამოქვეყნების გადაწყვეტილება მიიღო. ცნობილია, რომ მასში გამოძიების ფედერალურ ბიუროში და იუსტიციის დეპარტამენტში პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ არსებული პოლიტიკური მიკერძოებულობა დასტურდება.